322 991 991

კონტაქტი აგენტთან
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

 

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

 

  • „უნისონი“ თანამშრომლობს დასავლეთის ქვეყნებისა და ლონდონის „A“ კატეგორიის საერთაშორისო გადამზღვევ უმსხვილეს კომპანიებთან.

 

  • ,,უნისონი’’ პოზიციონირებულია, როგორც დამოუკიდებელი, წმინდა მზღვეველი, რომელიც არ არის აფილირებული სხვადასხვა არასადაზღვევო ბიზნესებთან.

 

  • „უნისონი“  მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის.

                                                 

           

                                                                                              ინფორმაცია კომპანიის ბენეფიციარების და უშუალო მესაკუთრის შესახებ

 

 ინფორმაცია მზღვეველის აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის მფლობელი უშუალო მესაკუთრის შესახებ ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

 ინფორმაცია მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ნახვა შეგიძლიათ ბმულზე

                                               

                                 

მენეჯმენტი

ვასილ ახრახაძე
გენერალური დირექტორი
სოფიო ბერაია
აღმასრულებელი დირექტორი
ნინო ბოკუჩავა
რისკების დირექტორი

მისია და მიზნები

კომპანია „უნისონი“ -ს მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველყოს საკუთარი მომხმარებლის სტაბილურობა და სიმშვიდე, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, დაიცვას ბიზნესი ზედმეტი რისკებისგან, ხელი შეუწყოს თითოეული კლიენტის კეთილდღეობას. ამ მისიას „უნისონი“ წარმატებით ახორციელებს პროფესიონალური გუნდის დახმარებით, რომელთაც სადაზღვევო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ და კარგად იციან თუ როგორ მართონ შესაძლო რისკები.

 

 

 

ფინანსური მაჩვენებლები