2023 წლის 20 დეკემბრიდან 2024 წლის 14 იანვრის ჩათვლით, საახალწლო აქციის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელიც კომპანია უნისონში დააზღვევს 7000$-ზე მეტი ღირებულების მქონე ავტომობილს ან სურს ავტოდაზღვევის პოლისის განახლება აღნიშნულ პერიოდში, მთელი წლის განმავლობაში მიიღებს საჩუქრებს:
- 50 ლიტრი საწვავი კომპანია გალფისგან, რომელიც მომხმარებლებს დაერიცხებათ კორპორატიულ ბარათზე. ბარათის შესაკვეთად კი უნდა დაუკავშირდნენ კომპანია გალფის ცხელ ხაზს: *0008 ან უნისონის ცხელ ხაზს: 032 2 991 991
- ავტომობილის 12 უფასო რეცხვა კომპანია ავტოლაიმში, რომელიც გახლავთ ავტოსამრეცხაოების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
- 25%-იანი ფასდაკლება გეზ მოტორსში, რომელიც მომხმარებლებს ავტო პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და მრავალპროფილიან ავტოსერვისს სთავაზობს. აქციის ფარგლებში დაზღვეულები მიიღებენ ერთჯერად 25%-იან ფასდაკლებას გეზ მოტორსის ავტო პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, ასევე, გადაეცემათ GEZ MOTORS GOLD ბარათი, რომელიც გულისხმობს ავტო პროდუქციაზე მუდმივ 10%-იან ფასდაკლებას მთელი წლის განმავლობაში. 25%-იანი ფასდაკლება ვალიდურია 2024 წლის აპრილის ჩათვლით.
- 50%-იანი ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე.
- სამოგზაურო დაზღვევა საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში, რომლის გამოყენებასაც დაზღვეულები შეძლებენ 30 კალენდარული დღის განმავლობაში 1 წლის ვადით.