უნისონსა და ქლინ სერვისს შორის გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენთან დაზღვეული მომხმარებლები ქლინ სერვისის მომსახურების სრულ სპექტრზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
ქლინ სერვისი დასუფთავების მიმართულებით მოქმედი კომპანიაა, რომელიც საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული სივრცეებისთვის სხვადასხვა სახის პროფესიონალურ მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანიის სერვისები მოიცავს გენერალურ და რემონტის შემდგომ დასუფთავებას, ავეჯის ქიმწმენდას, ფანჯრებისა და ვიტრაჟების წმენდას, ეზოსა და ბაღის მოვლასა და სხვა მომსახურებებს.
პარტნიორობის მიზანია, უნისონის მომხმარებლებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის დამატებითი სარგებელი შესთავაზოს და პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.