სახლის ჭკვიანი აქსესუარები ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და საცხოვრებელი სივრცის ფუნქციურობის გაუმჯობესებას ემსახურება.
სწორედ ამ მიმართულებით გაფართოვდა უნისონის პარტნიორთა ქსელი, რომელსაც Sense შეუერთდა. უნისონში დაზღვეული მომხმარებლები Sense-ის სახლის ჭკვიან აქსესუარებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ახალი პარტნიორობა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, საკუთარი საცხოვრებელი გარემო კიდევ უფრო კომფორტული გახადონ.