16-18 სექტემბერს სადაზღვევო კომპანია უნისონი Expo Med Batumi 2022-ზე მიიღებს მონაწილეობას. რიგით მე-3 საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც სამედიცინო ტურიზმის და სასტუმროს ტექნოლოგიები, ასევე თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობები.

გამოფენაზე უნისონის სივრცე #9-ში იქნება. გელით საგამოფენო პავილიონში ნებისმიერ მსურველსა და დაინტერესებულ პირებს, ვისაც სურს ახლოდან გაიცნოს ჩვენი სამედიცინო,  ტურისტული და სხვა სადაზღვევო პროდუქტები და უფრო მეტი გაიგოს კომპანიის შესახებ.

Expo Batumi საქართველოში ერთერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზატორია. მის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო კონტაქტების მოძიება-დამყარება სამომავლო თანამშრომლობის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენას.

Expo Med Batumi 2022-ის საგამოფენო პროგრამას გაეცანით ამ ბმულზე.

ვიზიტის დრო:  10:00-18:00. დასწრება თავისუფალია.

მისამართი:  ბათუმის სპორტის სასახლე, ვ. შამილიძის ქუჩა. ბმული რუკაზე

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:https://expobatumi.ge