ზამთარი დადგა. დროა, ავტომობილი ცივი დღეებისთვის მოამზადო. დღეს მოგიყვებით რამდენიმე დეტალის შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ ზამთარში ავტომობილით გადაადგილებისას მოულოდნელ უსიამოვნებებს თავი აარიდო.

 

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ანტიფრიზის შემოწმება. ეს არის სპეციალური შემცველობის სითხე, რომელიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იყინება, დაახლოებით -40°С-დან -65°С-მდე ტემპერატურას უძლებს. ავტომობილის ძრავა მუშაობისას სიმხურვალეს გამოყოფს, რაც მუდმივ კონტროლს საჭიროებს, ანტიფრიზი კი ხელს უწყობს ტემპერატურის რეგულირებას ძრავის გაგრილების სისტემაში და იცავს მას გადახურებისა და დაზიანებისგან.

 

 

შემდეგი ნაწილი, რომელიც აუცილებლად მწყობრში უნდა მოიყვანო ზამთრის დადგომამდე, არის საბურავი. ის ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც სავალი გზის ზედაპირს ეხება, ამრიგად, ავტომობილის მართვისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა სწორედ მასზე მოდის. საბურავის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია კლიმატური პირობები, მაგალითად, თოვლიან და ყინულიან ზედაპირზე სპეციალური ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ზამთრის საბურავი უზრუნველყოფს უკეთეს მოჭიდებასა და სამუხრუჭე შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობით მოცურების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

 

ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია აკუმულატორი, რომელსაც ხშირად ავტომობილის გულსაც უწოდებენ. მისი დანიშნულებაა ძრავა სამუშაო მდგომარეობაში მოიყვანოს და ენერგიით უზრუნველყოს ავტომობილში ყველა ელექტრო მოწყობილობა, რომლებიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. ტემპერატურის კლებასთან ერთად აკუმულატორიც სუსტდება, მუხტს ვეღარ ინარჩუნებს და ავტომობილის დაქოქვა დამატებითი ძალების გარეშე თითქმის შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ ზამთრის დადგომამდე აუცილებელია აკუმულატორის სასიცოცხლო ლიმიტის შემოწმება და გამართვა.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და ფინანსური დანაკარგების თავიდან არიდებაზეც იზრუნო. თუ გსურს, ზამთარს მშვიდად შეეგებო და შენს ავტომობილთან დაკავშირებული ყველა შესაძლო რისკი დააზღვიო, გაეცანი ავტოდაზღვევის საუკეთესო პირობებს.

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია.