სადაზღვევო კომპანია “უნისონი” ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დინამიურად განვითარებადი ფინანსური ინსტიტუტია, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილი თანხებიც მოწმობს. უფრო ზუსტად კი, ბოლო 4 წლის განმავლობაში უნისონს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 10 მილიონ ლარამდე.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. მოზიდული პრემიისა და ანაზღაურებული ზარალის გარდა ჩვენთვის პრიორიტეტულია სახელმწიფო დოვლათში კონტრიბუციაც.