ტენდერში მონაწილეობისას თქვენი კომპანია ბევრ სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაზღვევა ხშირად სავალდებულო ტენდერში მონაწილეობის მიღებისა და თქვენი ბიზნესის ფინანსური განვითარებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

სს სადაზღვევო კომპანია უნისონი გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შემდეგი ტიპის საბანკო / საბაჟო გარანტიებს:

  • საბაჟო გარანტია / ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
  • სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
  • წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია)
  • ხარისხის საბანკო გარანტია

საბანკო გარანტიის დასამუშავებლად მოთხოვნილი ინფორმაცია:

  • ბოლო 3 წლის გამოცდილება და მიმდინარე პროექტები * 3-წლიანი გამოცდილების არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ წარმოადგინოთ დოკუმენტაცია შესაბამის ვადაზე
  • ფინანსები – გასული და მიმდინარე წლის:
    • ბალანსი, მოგება -ზარალის უწყისი, ბრუნვითი უწყისი
    • საბანკო ამონაწერი
    • საგადასახადო შედარების აქტი
    • უზრუნველყოფა

საბანკო გარანტიის გასაცემად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონების დაზღვევა.

სპეციალური შეთავაზება სტარტაპებს

ჩვენ გთავაზობთ საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფეს პროცედურას. თქვენ შეგიძლიათ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღოთ თქვენს კომპანიაზე მორგებული სატენდერო საბანკო გარანტია:

პირობები

  • 1 000 000 ლარის ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა
  • მოთხოვნილი ინფორმაცია:
    • კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი
    • ტენდერის ნომერი
  • უზრუნველყოფა – არაუზრუნველყოფა

უნისონის უპირატესობები:

  • სანდოობა – სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ შედის სადაზღვევო კომპანიების პირველ სამეულში და A კლასის საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას ამ სფეროში.
  • კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები – საბანკო გარანტიები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებზე და ითვალისწინებს ინდივიდუალურ პირობებს.
  • საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა – საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში.
  • ზარალის ოპერატიული რეგულირება – უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივად დაარეგულიროს ზარალი A კლასის საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით. უნისონს საბანკო გარანტიების მიმართულებით ანაზღაურებული აქვს 10 მილიონ ლარამდე ზარალი.
  • განსაკუთრებული შეთავაზება სტარტაპებს – სატენდერო საბანკო გარანტიებზე ხელმისაწვდომობა გექნებათ 1 მილიონიან სატენდერო პირობებზე.