ძირითადი მიმართულებები:

·         სასტუმროები

·         სავაჭრო ცენტრები

·         აირ/ბენზინგასამართი სადგურები

 

დაზღვევის საგანია დამზღვევის  მიერ  დაზღვეული საქმიანობის განხორციელებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის შედეგად მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულება;

სადაზღვევო პოლისი ფარავს მესამე პირის როგორც  ქონებაზე, ასევე მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს.  დადგენილებით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში.

პირობები რეგულირდება მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N579 დადგენილებით.