საქართველოში პირველად უნისონი გთავაზობთ კიბერ დაზღვევის თანამედროვე პროდუქტის, რომელიც სრულად პასუხობს კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებს და გამყარებულია ევროპის A კლასის გადამზღვევი კომპანიების მიერ.
სადაზღვევო დაფარვის სფეროები:
- პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა
- კიბერ შეტევის შედეგად დამდგარი რეპუტაციული ზიანი
- კიბერ შეტევის შედეგად დამდგარი დავების შედეგად გამოწვეული იურიდიული ხარჯები და სახდელები
- რეგულატორის მიერ დაკისრებული ჯარიმები, რაც გამოწვეულია დაზღეულის მხრიდან პერსონალური/კონფიდენციალური ინფორმაციის უნებლიე გაცემით კიბერ შეტევის შედეგად
- პასუხისმგებლობა მესამე მხარის წინაშე მულტიმედიურ აქტივებზე
- ქსელის მუშაობის უწყვეტობა
კიბერ დაზღვევა ფარავს ჩამოთვლილ სფეროებს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტისა და ფრანშიზის პირობებში.
სწრაფი რეაგირება – ჩვენ ვუზრუნველყოფთ შემთხვევის დროულ და ეფექტურ დარეგულირებას.
კომპლექსური დაფარვა – დაზღვევა ფარავს კიბერ შეტევის შედეგად შელახული იმიჯისა და სხვა მრავალ, დაკავშირებულ ხარჯს.
ძლიერი პარტნიორები – კიბერ დაზღვევის პოლისი გამყარებულია ევროპის A კლასის გადამზღვევი კომპანიებით.