როგორც Forbes Georgia იუწყება, უნისონი არა მხოლოდ სახეობების მიხედვით მოზიდული პრემიების მიხედვით იკავებს ლიდერის პოზიციებს, არამედ მოგების კაპიტალთან თანაფარდობის მაჩვენებლითაც გამოირჩევა, რაც უდავოდ, მიუთითებს კომპანიის საქმიანობის ეფექტურობასა და პარტნიორების მხრიდან სანდოობის მაღალ ნიშნულზე.

უფრო ზუსტად, კვლევის შედეგების თანახმად, მოგების კაპიტალთან თანაფარდობის მიხედვით, უნისონი 18 სადაზღვევო კომპანიას შორის მე-4 ადგილზეა, ხოლო ბანკებისგან დამოუკიდებლად ოპერირებად კომპანიებს შორის 1-ელ ადგილზე, რაც ნებისმიერი ინვესტორისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი მოცემულობაა.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობასა და მრავალწლიან ერთგულებას, ასევე  განსაზღვრავს კომპანიის შეფასებისთვის, ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი –  მოგების მთლიან აქტივებთან თანაფარდობის მონაცემი, ამ შემთხვევაშიც  უნისონი იმ ხუთეულში იკავებს ღირსეულ ადგილს, რომელთაც წლების დინამიკაში, დადებითი სალდო გააჩნნიათ.

კარგია, რომ საფინანსო სექტორის საქმიანობის გამჭვირვალეობა და  საზედამხედველო ორგანოების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა თავისთავად წარმოაჩენს კომპანიებს, რომელთაც შესაძლებელია დაინტერესებული ინვესტორი თუ პოტენციური მომხმარებელი ენდოს და სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://forbes.ge/sadazghvevo-kompaniebis-mogebianobis-reitingi-2017-2021-tslebshi/?fbclid=IwAR0sWO-o2OAbi-K2waDHqU8-t0tTvhIBm8-TP1_byVTiK8gPM6ZaNBjQ-T8, 17.10.2023