სადაზღვევო კომპანია "უნისონი" საქართველოს საჰაერო სივრცის ოფიციალური მზღვეველია

25.05.2016

 

2016 წლის 20 მაისიდან საქართველოს საჰაერო სივრცე სადაზღვევო კომპანია „უნისონშია“ დაზღვეული. 
პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” განახორციელა, უპრეცენდენტოა და მას საქართველოს, როგორც სადაზღვევო, ისე საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ აქვს. 

 

აღნიშნული დაზღვევა ითვალისწინებს „საქაერონავიგაციის“ საქმიანობის შედეგად შესაძლო სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევას საჰაერო მოძრაობის კონტროლისა და სხვა ავაიაციასთან დაკავშირებული ოპერაციიების წარმოების დროს 500,000,000 აშშ დოლარის პასუხისმგებლობის ლიმიტით.

 

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო კომპანია “უნისონმა” ღია ტენდერში გაიმარჯვა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა 100%-ით გადავაზღვიეთ ჩვენს პარტნიორ დასავლეთ ევროპის A კლასის კომპანიებში. 

 

“საქაერონავიგაციის” სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროექტი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რადგან ის საქართველოს მთავრობას ათავისუფლებს შესაძლო საავიაციო ინციდენტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური პასუხისმგებლობისგან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში და უნისონი მოხარულია რომ არის ამ მოვლენის განუყოფელი ნაწილი.