სადაზღვევო კომპანია "უნისონმა" 5 წლის იუბილე აჭარის რეგიონში აღნიშნა

17.03.2016

სადაზღვევო კომპანია უნისონმა 5 წლის იუბილე აჭარის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ქ. ბათუმში გალა ვახშმით აღნიშნა.

 

ღონისძიებას ესწრებოდა  ქ. ბათუმის  მერი ბატონი გიორგი ერმაკოვი, ვიცე მერი და 50-მდე  სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის  სამშენებლო, სასტუმრო , ტურისტული და ჯანდაცვის სექტორებიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა  თურქული დიპლომატიური კორპუსის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები.

 

ღონისძიება  სადაზღვევო კომპანა უნისონის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ვასილ ახრახაძემ გახსნა მისასალმებელი სიტყვით, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა 1. ბათუმის მერმა, ბატონმდა გიორგი ერმაკოვმა,   ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" პრეზიდენტმა ბატონმა ქენან ილდირიმმა და ორბი ჯგუფის  გენერალურმა დირექტორმა  ბატონმა ირაკლი  კვერღილაძემ. 

 

ღონისძიებაზე  ბატონმა ვასილ ახრახაძემ  მოწვეულ სტუმრებს გააცნო კომპანია უნისონის სიახლეები და ის სპეციალური პირობები, რითიც შეუძლიათ ისარგებლონ  ბიზნესმენებს კომპანიასთან ურთიერთობისას.