სადაზღვევო კომპანია "უნისონი'-ს, იუსტიციის სახლისა და საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

27.10.2015

დღეს იუსტიციის სახლში გაიმართა სადაზღვევო კომპანია "უნისონი'-ს, იუსტიციის სახლისა და საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა, შეხვედრის მიზანი იყო იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სამოგზაურო დაზღვევის პოლისების პრეზენტაცია საელჩოებისთვის.

როგორც უკვე ცნობილია, 2015 წლის 2 ნოემბრიდან იუსტიციის სახლებში მომხმარებლებისთვის პასპორტის აღებასთან ერთად შესაძლებელი გახდება სადაზღვევო კომპანია "უნისონი"-ს სამოგზაურო დაზღვევის პოლისების შეძენა. კომპანია "უნისონი"-ს სამოგზაურო პოლისით გარდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისა შესაძლებელია ისეთი რისკების ანაზღაურებაც როგორიცაა ბარგის დაკარგვა დაზიანება, ავიაბილეთის გაუქმება, პასპორტის დაკარგვა და ოჯახის წევრის ვიზიტი დაზღვეულის ავადმყოფობის შემთხვევაში.  

 

სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ აქ.