სადაზღვევო კომპანია უნისონი ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს სადაზღვევო სექტორში. თანმიმდევრულმა შრომამ და პროფესიონალიზმა განაპირობა კომპანიის წარმატება და სადაზღვევო ინდუსტრიაში მოვიპოვეთ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ორგანიზაციის სტატუსი.
მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ 14 წლის იუბილე აღნიშნა.
14 წლის განმავლობაში უნისონის მიერ:
- ანაზღაურებულია 340 000 000-მდე ლარი.
- გაიცა 1 015 000-მდე პოლისი
- ანაზღაურდა 2 755 000-მდე სადაზღვევო შემთხვევა
ამ წლების განმავლობაში კომპანიამ ასევე სრულად აანაზღაურა რეგიონში ყველაზე მასშტაბური სადაზღვევო შემთხვევა, რომლის ზარალიც შეადგენდა – 187 358 000 ლარს.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სადაზღვევო ინდუსტრიაში 20 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტით და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომელთა ძირითადი მისიაა დაზღვეულების სიმშვიდეზე ზრუნვა, რათა მათი სამომავლო გეგმები და ინვესტიციები იყოს დაცული.
საერთაშორისო A კლასის გადამზღვევ კომპანიებთან ურთიერთობამ, საშუალება მოგვცა წარმოგვედგინა პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი. შესაბამისად დღეს უნისონი ბაზარზე წარმოდგენილია ინდივიდუალური და კორპორატიული სერვისების სრული სადაზღვევო შეთავაზების პორტფელით. კომპანია ფლობს როგორც ავია რისკების, ასევე ენერგო სექტორში გამოცდილი და ლიდერი მზღვეველის სტატუსს. წარმოდგენილია სასტუმროების ბიზნესის დაზღვევის უმსხვილესი პორტფელით და ბიზნესს სთავაზობს სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტებს.
საერთშორისო კომპანიების გამოცდილებამ და EBA-სთან (ევროპული ბიზნესს ასოციაციასთან) თანამშრომლობამ, რომელიც დღეს 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან და და მხარს უჭერს ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას საქართველოსა და ევროპას შორის, განაპირობა კომპანიაში ევროპული ღირებულებების დანერგვა მაღალხარისხიანი სერვისების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ნიშანდობლივია ისიც, რომ EBA-ს როლი დადებითად აისახება წევრი კომპანიების სამუშაო გარემოსა და დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობების შექმნაზე. აგრეთვე, EBA-ს წევრობა შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა ჩვენთვის ახალი ბაზრის გაცნობისა და ათვისებისთვის.
უნისონი დღეს დამოუკიდებელი, სხვა ბიზნესებთან არააფილირებული ფინანსური ინსტიტუტია, რაც მომხმარებელს მეტ თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს, როგორც მომსახურებების მიღების, ასევე პროვაიდერებისა და პარტნიორი კომპანიების არჩევანის თვალსაზრისით.
აგრეთვე, ჩვენი მთავარი ღირებულებაა, დაზღვეულების მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მომხმარებლებს შევთავაზოთ მუდმივი სიახლეები ციფრულ სამყაროში. ტექნოლოგიური ცვლილებები და უპირატესობები საშუალებას გვაძლევს გავამარტივოთ ყველანაირი სადაზღვევო პროცედურა და ჩვენმა ბენეფიციარებმა შეძლონ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით მარტივად გადაჭრან ფინანსური საკითხები.
უნისონის ძირითად სტანდარტს წარმოადგენს მომსახურების მაღალი ხარისხი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, სადაზღვევო რისკების ეფექტური მართვა და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც დაზღვეულ პირებსა თუ კომპანიებს საშუალებას აძლევს იყვნენ უფრო მშვიდად უნისონთან ერთდ!
უფრო მშვიდად უნისონთან ერთად !