სადაზღვევო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერმინია ფრანშიზა, რომელიც თავისი არსით გულისხმობს თანხის იმ ოდენობას, რომელსაც შემთხვევის დადგომისას მზღვეველი არ ანაზღაურებს და დაზღვეული იხდის საკუთარი სახსრებით. ამგვარად, ეს არის ის არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს დაზღვეული. ფრანშიზა დგინდება მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და განისაზღვრება კონკრეტული სადაზღვევო პროდუქტის ჭრილში, შესაბამისად სადაზღვევო პროდუქტის შეძენის დროს მნიშვნელოვან წინაპირობად დგინდება 2 ტერმინი: ტარიფი ფრანშიზით და ტარიფი უფრანშიზოდ.

რა განსხვავებაა უფრანშიზო ტარიფსა და ფრანშიზიან ტარიფს შორის?
  • ტარიფი უფრანშიზოდ – გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის დროს
    მზღვეველის მხრიდან სრული ზიანის ანაზღაურებას.
  • ტარიფი ფრანშიზით – ნიშნავს სადაზვევო შემთხვევის დროს ზიანის

ანაზღაურებას იმ თანხით, რომელიც არ მოიცავს დაზღვეულის პასუხისმგებლობის ნაწილში ფრანშიზით განსაზღვრულ მინიმალურ გადასახადს. აღნიშნულ ნაწილს კი ანაზღაურებს დაზღვეული საკუთარი სახსრებით.
ფრანშიზის დადგენა გარკვეულწილად გულისხმობს პასუხისმგებლობის განაწილებას დამზღვევსა და მზღვეველ კომპანიას შორის, რაც თანამედროვე სამყაროში რისკობრივად გამორიცხავს ადამიანურ ინფანტილიზმს. სწორედ
ამიტომ სადაზღვევო სექტორში აღნიშნულ ტერმინს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მოქმედებს როგორც ტარიფზე, ასევე სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ სხვა პირობებზეც. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ დაზღვეულს სადაზღევო პროდუქტის შეძენა შეუძლია ფიქსირებული ფრანშიზის პირობით.

რა არის ფიქსირებული ფრანშიზა?

მზღვეველსა და დაზღვეულის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ფიქსირებული ფრანშიზაც, რომელიც დგინდება თანხობრივად. პირობითად, საკუთრების დაზღვევისას მზღვეველს შეუძლია
ფრანშიზად აირჩიოს კონკრეტული X ლარი და ზიანის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაზე თავად იყოს პასუხისმგებელი.

როგორ გამოითვლება ფრანშიზა?

ავტო დაზღვევის მაგალითზე, თუ პოლისის შეძენისას დაზღვეულს განესაზღვრა ფრანშიზა ზარალის 5% მინიმალური 50 ლარი და შემთხვევის დადგომისას ზიანის გამოსწორების თანხა შეფასდა 800(ლარით), კომპანია უნისონი დაზიანებული ავტომობილის ზიანის კომპენსაციას გამოაკლებს ფრანშიზით განსაზღვრულ 5%-ს – მინიმალურ 50ლარს.

რა არის ფრანშიზის უპირატესობა?

ფრანშიზის არსებობა საშუალებას აძლევს დაზღვეულს გაათანაბროს პასუხისმგებლობა დაზღვეული საკუთრების მიმართ, რაც მზღვეველის მხრიდან ამცირებს ტარიფს. შესაბამისად, ფრანშიზა დაზღვეულს ეხმარება დაზღვევის
ღირებულების შემცირებაში.

რას გთავაზობთ კომპანია უნისონი ფრანშიზის ნაწილში?

უნისონი ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს სადაზღვევო სექტორში და დაზღვეულებს სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს, შესაბამისად ფრანშიზის პირობის დადგენისას კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლების ინტერესებს და ფრანშიზის ოდენობა დგინდება მათი სურვილით. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კი კომპანია სრულად გამჭვირვალედ მიყვება წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტებს და მაქსიმალურად მოკლე ვადებში ემსახურება დაზღვეულებს.