უნისონის უძრავი ქონების დაზღვევის დახმარებით დაიცავით თავი, კომპანიის ქონების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან. უძრავი ქონების დაზღვევა უზრუნველყოფს რისკის მაქსიმალურად შემცირებას და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას ფინანსური ზარალის თავიდან აცილებას.

თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ:

  • შენობა-ნაგებობები
  • ცალკეული ფართი შენობაში
  • კაბინეტები და ოფისები
  • საამქროს ლაბორატორიები
  • საწყობები და საცავები
  • სისტემები
  • პროდუქცია/საქონელი/მარაგები
  • მანქანა-დანადგარები
  • აპარატები
  • ჩარხები
  • ავეჯი/ინვენტარი
  • ორგტექნიკა
  • საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები
  • ფიქსირებული მინები

სადაზღვევო რისკები

  • კატეგორია A. ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა.
  • კატეგორია B. შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა.
  • კატეგორია C. წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან.
  • კატეგორია D. მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
  • კატეგორია E. სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება. მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება.

 

უძრავი ქონების დაზღვევის პაკეტი დამატებით გთავაზობთ:

  • ბიზნესის უწყვეტობის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს იმ დაკარგული მოგების ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას შესაძლოა მიადგეს დაზღვეული რისკების შედეგად ქონების დაზიანებისაგან.
  • ზარალის უსწრაფესი რეგულირება
  • ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას. .
  • A კლასის გადაზღვევა!
  • ჩვენი პორთფელის რიკები გადაზღვეულია მსოფლიოს საუკეთესო გადამზღვეველ კომპანიებთან.
  • თქვენზე მორგებული პირობები
  • ჩვენი შემოთავაზება თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე იქნება მორგებული.

 

დააზღვიეთ ქონება და შეინარჩუნეთ სიმყუდროვე სახლში!

ჩვენ გთავაზობთ თავი აარიდოთ საცხოვრებლის, ავეჯის, ტექნიკის და რემონტის მოულოდნელი დაზიანებისგან გამოწვეულ ხარჯებს. ისარგებლეთ:

  • საუკეთესო პირობებით, სრული დაფარვა: კარკასი+შიგთავსი+რემონტი
  • საუკეთესო ფასით, კვადრატული 1,5 ლარიდან
  • მუდმივად განახლებადი ფასდაკლებებით

უნისონის ბინის დაზღვევა მოიცავს:
კონსტრუქციული ელემენტების, რემონტის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას.

სადაზღვევო რისკები:

  • მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
  • წყალგაყვანილობის სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ამოხეთქვა ან გამოჟონვა მილებიდან
  • ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტის ან მათი ნაწილების დაცემა
  • შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა, მიწისძვრა
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება

 

❗ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პირობა ეხება მხოლოდ თბილისსა და ბათუმში არსებულ ბინებს.

  • სრული დაფარვა: კარკასი + შიგთავსი + რემონტი
  • საუკეთესო ფასი, კვადრატული 1,5 ლარიდან
  • მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები

თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.