უნისონი გთავაზობთ ფინანსური რისკების და დეპოზიტების დაზღვევას, ასევე საგარანტიო უზრუნველყოფას:
პროდუქტის პირობები:
ფინანსური რისკების, დეპოზიტების დაზღვევა ან საბანკო გარანტია გულისხმობს მესამე მხარისადმი ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის დაზღვევას ან საგარანტიო უზრუნველყოფას.
პროდუქტი:
- გარანტია საბაჟოსთვის
- სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
- წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია)
- გარანტია შესრულებული სამუშაოების საგარანტიო პერიოდზე – 12 თვე
- ხარისხის გარანტია
საუბარია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სახის საბანკო გარანტიაზე, შესაბამისი პირობებით, სადაც ბენეფიციარს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება.
- კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები – ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას.
- საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა – ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს დროს და გთავაზობთ კომფორტულ მომსახურებას უმოკლეს დროში.
- ზარალის ოპერატიული რეგულირება – უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივი პროცედურებით დაგირეგულიროთ ზარალი. მაღალი კლასის გადაზღვევის ინსტრუმენტი კომპანიას საშუალებას აძლევს ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს მომხმარებელს.