უნისონის უძრავი ქონების დაზღვევის დახმარებით დაიცავით თავი, კომპანიის ქონების დაზიანებით გამოწვეული ფინანსური ზარალისგან. უძრავი ქონების დაზღვევა უზრუნველყოფს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას ფინანსური ზარალის თავიდან აცილებას.
თქვენ შეგიძლიათ დააზღვიოთ:
- შენობა-ნაგებობები
- ცალკეული ფართი შენობაში
- კაბინეტები და ოფისები
- საამქროს ლაბორატორიები
- საწყობები და საცავები
- სისტემები
- პროდუქცია/საქონელი/მარაგები
- მანქანა-დანადგარები
- აპარატები
- ჩარხები
- ავეჯი/ინვენტარი
- ორგტექნიკა
- საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები
- ფიქსირებული მინები
სადაზღვევო რისკები
- კატეგორია A. ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა.
- კატეგორია B. შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა.
- კატეგორია C. წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან.
- კატეგორია D. მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.
- კატეგორია E. სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება. მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება.
უძრავი ქონების დაზღვევის პაკეტი დამატებით გთავაზობთ:
- ბიზნესის უწყვეტობის დაზღვევას, რაც ითვალისწინებს იმ დაკარგული მოგების ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას შესაძლოა მიადგეს დაზღვეული რისკების შედეგად ქონების დაზიანებისაგან.
- ზარალის უსწრაფესი რეგულირება
- ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს და გთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და მოქნილ მომსახურებას. .
- A კლასის გადაზღვევა!
- ჩვენი პორთფელის რიკები გადაზღვეულია მსოფლიოს საუკეთესო გადამზღვეველ კომპანიებთან.
- თქვენზე მორგებული პირობები
- ჩვენი შემოთავაზება თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე იქნება მორგებული.
დააზღვიეთ ქონება და შეინარჩუნეთ სიმყუდროვე სახლში!
ჩვენ გთავაზობთ თავი აარიდოთ საცხოვრებლის, ავეჯის, ტექნიკის და რემონტის მოულოდნელი დაზიანებისგან გამოწვეულ ხარჯებს. ისარგებლეთ:
- საუკეთესო პირობებით, სრული დაფარვა: კარკასი+შიგთავსი+რემონტი
- საუკეთესო ფასით, კვადრატული 1,5 ლარიდან
- მუდმივად განახლებადი ფასდაკლებებით
უნისონის ბინის დაზღვევა მოიცავს:
კონსტრუქციული ელემენტების, რემონტის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას.
სადაზღვევო რისკები:
- მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
- წყალგაყვანილობის სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ამოხეთქვა ან გამოჟონვა მილებიდან
- ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტის ან მათი ნაწილების დაცემა
- შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა, მიწისძვრა
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება
❗ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პირობა ეხება მხოლოდ თბილისსა და ბათუმში არსებულ ბინებს.
- სრული დაფარვა: კარკასი + შიგთავსი + რემონტი
- საუკეთესო ფასი, კვადრატული 1,5 ლარიდან
- მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.