(მოიცავს სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის პირობას)
პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, უნისონმა სპეციალურად სასტუმროების ბიზნეს სექტორისათვის შეიმუშავა ქონების დაზღვევის უნიკალური პირობები, რომელიც 2 წლიანი სადაზღვევო პოლისის პირობებში, პრემიის გადახდის დაწყებას დაზღვევის მეორე წლიდან გულისხმობს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვითონ აირჩიონ საკუთარ ბიზნეს-ინტერესებზე მორგებული გადახდის გრაფიკი.
სასტუმროების დაზღვევის პაკეტი მოიცავს:
- ქონების დაზღვევას ყველა რისკისაგან;
- ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას მე-3 პირის წინაშე, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო დაცვა ვრცელდება სასტუმროს ვიზიტორებზე და სტუმრებზე.