2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო გახდა.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისთვის, მათ შორის, ინდმეწარმისთვის, რომელსაც მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს შორისაა ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა,  სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები, კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ქიმიურ და ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე ავეჯის და ტანსაცმლის, კვების პროდუქტების წარმოება, მსუბუქი მრეწველობა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები და სხვა.

აღნიშნულის ფარგლებში უნისონი გთავაზობთ უბედური შემთხვევის დაზღვევას, რომელიც ითვალისწინებს:

სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მომხდარი შემთხვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა: დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანება; შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა; გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

პირობები რეგულირდება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით.

დაზღვევის პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.