ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანია უნისონი 2011 წლიდან ემსახურება როგორც კერძო პირებს, ასევე კომპანიებს. თანმიმდევრულმა შრომამ და პროფესიონალიზმმა განაპირობა მისი წარმატება.
ოპერირების დაწყების დღიდან უნისონი ერთ ერთი ყველაზე სტაბილური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი სადაზღვევო კომპანიების ხუთეულში შედის.
უნისონი ბაზარზე წარმოდგენილია ინდივიდუალური და კორპორატიული სერვისების სრული შეთავაზების პორტფელით.
უნისონი ციფრებში
ბაზარზე – მე-4 ადგილი;
ქონების დაზღვევის მიმართულებით – მე-2 ადგილი;
ავიადაზღვევის მიმართულებით მე-2 ადგილი;
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით – მე-3 ადგილი;
წინა წელთან მიმართებაში 17 %-იანი ზრდის მაჩვენებელი;
წლების დინამიკაში უწყვეტად მომგებიანობის დადებითი მაჩვენებელი (ROE) – 20%.
უნისონის ისტორია
2011 უნისონის დაარსება
საერთაშორისო გადამზღვევ კომპანიებთან ურთიერთობამ, საშუალება მოგვცა პირველივე დღიდან წარმოგვედგინა პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი.
2012
უნისონი იღებს აკრედიტაციას აზერბაიჯანის სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და ინიშნება ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის ექსკლუზიურ მზღვეველად.
2013
უნისონი აფართოებს მომსახურების არეალს და ხსნის წარმომადგენლობით ოფისებს.
2015
უნისონი – სადაზღვევო ბაზარზე პირველი – ნერგავს მობილურ აპლიკაციას, იწყებს ონლაინ გაყიდვებს.
2016
უნისონი აზღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, იწყებს თანამშრომლობას იუსტიციის სახლთან და უმსხვილეს ავიაკომპანიასთან სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით.
2017
უნისონი აზღვევს ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს „ჯორჯიან მანგანეზს“
2019
უნისონი ანაზღაურებს, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ზარალს 73 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით.
2020
უნისონი უზრუნველყოფს პანდემიის შედეგად დამდგარი გამოწვევის ეფექტურად მართვას, ყველა სერვისის დისტანციურ მიწოდებას
2021
უნისონი გადადის ციფრული ტრანსფორმაციის მეორე ეტაპზე, რომლის დასრულებაც იგეგმება 2022 წლის დასაწყისში და რის შემდეგაც ასრულებს სხვადასხვა ბიზნეს პროცესების სრული გაციფრულების მნიშვნელოვან ფაზას.

უნისონი დღეს
მისია
ჩვენ ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება თანამედროვე დაძაბულ, არასტაბილურ, დინამიურ და დროის დეფიციტით ნიშანდებულ რეალობაში. მიუხედავად ამისა, ადამიანების ბუნებრივი მდგომარეობაა უკეთეს მომავალზე ფიქრი და სწორედ ასეთ დროს საჭიროა გვყავდეს სანდო ადამიანები გარშემო, ვისაც უპირობოდ ვენდობით და ვიგულებთ ჩვენიანად – ვფიქრობთ სწორედ ესაა ჩვენი მისია – უნისონთან ერთად თქვენ იქნებით უფრო მშვიდად თქვენს სამომავლო გეგმებზე ფიქრშიც და წინსვლაშიც. ადამიანები ადამიანებისათვის – ეს იდეა უნდა შევძლოთ და გავხადოთ ყველამ ერთად ჩვენი საერთო ღირებულება და ყოველდღიურობის საფუძველი.
სტანდარტი
უნისონმა სადაზღვევო კომპანიებს შორის 2015 წელს პირველმა დანერგა საქართველოში მობილური აპლიკაციის სერვისი, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია, არა მხოლოდ პოლისის შეძენა, არამედ ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, შემთხვევის დაფიქსირება, ზარალის მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი და ა.შ.
კომპანია ერთგულია ტექნოლოგიური ინოვაციების, რომლებიც ადამიანებს უზოგავს დროს და უადვილებს დაზღვევის სერვისების მიღებას. დღეისათვის უნისონი უკვე იმყოფება ციფრული ტრანსფორმაციის მეორე ეტაპზე, რომლის დასრულების შემდეგ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა და მეტ თავისუფლებას შესთავაზებს მომხმარებლებს.
ღირებულებები
უნისონი იცავს „ნამდვილი დაზღვევის“ პრინციპს, ანუ არის დამოუკიდებელი დაზღვევის ბრენდი და არ არის ბანკებთან და სხვა არაპროფილურ (ფარმაცევტულ და სამედიცინო) ბიზნესებთან აფილირებული, რაც მომხმარებელს მეტ თავისუფალ არჩევანს და უკეთეს მომსახურეობას აძლევს. შედეგად მოსახერხებელს და ურთიერთსასარგებლოს ხდის თანამშრომლობას.