სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ახრახაძემ და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრეკეველდტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც „უნისონი“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის European Business Association Georgia წევრი გახდა.

EBA – ევროპული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც დღეს 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან, 2017 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და მხარს უჭერს ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას საქართველოსა და ევროპას შორის. მისი მიზანია ქვეყანაში ევროპული ბიზნესის ლობირება და ქართულ კომპანიებში ევროპული ღირებულებების დანერგვა.

EBA-ს წევრობა სადაზღვევო კომპანია უნისონისთვის მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან გათანაბრებას ნიშნავს. ნიშანდობლივია ისიც, რომ EBA-ს როლი დადებითად აისახება წევრი კომპანიების სამუშაო გარემოსა და დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობების შექმნაზე. აგრეთვე, EBA-ს წევრობა შესანიშნავი საშუალებაა ჩვენთვის ახალი ბაზრის გაცნობისა და ათვისებისთვის.

უნისონი სწორედ იმ ღირებულებების ერთგული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული სადაზღვევო პირობებისა და მომსახურების შექმნას და ორიენტირებულია ზრუნვის იდეაზე, რათა ადამიანმა თავი იგრძნოს უფრო მშვიდად და დაცულად. სწორედ ამ მისიას ემსახურება თანამედროვე კონკურენტულ პირობებში ევროპული ღირებულებების დანერგვა და თანამედროვე პრაქტიკების გაზიარება.

ჩვენი მიზანია, აქტიური წვლილი შევიტანოთ ქართული და ევროპული ბიზნესის მჭიდროდ დაკავშირებასა და განვითარებაში, შესაბამისად  დიდი პატივია ასეთი ორგანიზაციის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება. უნისონი მზად არის გაიზიაროს ყველა წარმატებული ევროპული სადაზღვევო სექტორის პრაქტიკა და რეკომენდაცია მომსახურების ნაწილში და შექმნას მოცემულობა, სადაც სადაზღვევოს, როგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი, თითოეული ადამიანისთვის გახდება მეტად მნიშვნელოვანი და ფასეული.

EBA-ს წევრობა სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად ეკონომიკურ განვითარებას და ევროპული ბიზნეს სივრცის ნაწილად ყოფნასაც ნიშნავს. მიგვაჩნია, რომ წარმატებული თანამშრომლობა ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან მოგვცემს უპირატესობას, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და პირიქით, შევიტანოთ აქტიური წვლილი ქართული და ევროპული ბიზნესის მჭიდროდ დაკავშირებასა და განვითარებაში.