ტენდერში მონაწილეობისას თქვენი კომპანია ბევრ სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაზღვევა ხშირად სავალდებულო ტენდერში მონაწილეობის მიღებისა და თქვენი ბიზნესის ფინანსური განვითარებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.
სს სადაზღვევო კომპანია უნისონი გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შემდეგი ტიპის საბანკო / საბაჟო გარანტიებს:
- საბაჟო გარანტია / ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი
- სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია
- წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (საავანსო გარანტია)
- ხარისხის საბანკო გარანტია
უნისონის უპირატესობები:
- სანდოობა – სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ შედის სადაზღვევო კომპანიების პირველ სამეულში და A კლასის საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას ამ სფეროში.
- კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები – საბანკო გარანტიები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებზე და ითვალისწინებს ინდივიდუალურ პირობებს.
- საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა – საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში.
- ზარალის ოპერატიული რეგულირება – უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივად დაარეგულიროს ზარალი A კლასის საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით. უნისონს საბანკო გარანტიების მიმართულებით ანაზღაურებული აქვს 10 მილიონ ლარამდე ზარალი.
- განსაკუთრებული შეთავაზება სტარტაპებს – სატენდერო საბანკო გარანტიებზე ხელმისაწვდომობა გექნებათ 1 მილიონიან სატენდერო პირობებზე.