წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების პრინციპებს, მიზანსა და წესებს.
ამ პოლიტიკით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საკითხი, რეგულირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. ამ დებულებასა და კანონს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკითხის კანონისმიერ რეგულირებას.
სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ არის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია (შემდეგში მოხსენიებული როგორც „ჩვენ“, „ჩვენი“, „კომპანია“), რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
- საიდენტიფიკაციო კოდი: 404393152
- იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. №19
- ელ ფოსტა: unison@unison.ge
- ტელ: +995 32 2 991 991
ჩვენ, ვაცხადებთ რომ:
- დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
- არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
- თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ ვებსაიტზე/აპლიკაციაში წესებისა და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს – ზვიად გაბისონიას ელ. ფოსტაზე: personal@unison.ge
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი
სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონისთვის“ და მისი თითოეული თანამშრომლისთვის უმნიშნველოვანესია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვა და უსაფრთხოება.
წინამდებარე დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ პრინციპები, თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. ამასთან, წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი უფლებების და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონი’’ პეროსნალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
მონაცემთა სუბიექტების წრე
წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე.
აღნიშნული დოკუმენტი გამიზნულია:,
- „კომპანიის“ მომხმარებლებისთვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი);
- კომპანიის თანამშრომლებისთვის, პოტენციური თანამშრომლებისთვის, აგრეთვე სტაჟიორებისთვის;
- კლიენტის კანონიერი წარმომადგენლებისთვის ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე;
- სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც სადაზღვევო კომპანიას პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად ან ჩვენი პროდუქტების გასაუმჯობესებლად.
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს:
- მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა ან/და კომპანიაში ვიზიტი);
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
- ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
- თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება;
- თქვენს შესახებ ინფორმაციას ასევე ვიღებთ საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი თანხმობის საფუძვველზე.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი:
- სადაზღვევო მომსახურების გასაწევად;
- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლი/საზედამხედველო ორგანოს ან/და აუდიტორული შემოწმების განსახორციელებლად;
- სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად; მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად; (რაც, მათ შორის მოიცავს თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის პრევენციის, გამოვლენასა და აღკვეთას)
- კომპანიის, მომხმარებლის და თანამშრომელთა პირების უსაფრთხოებისა და საკუთრების დასაცავად.
- კლიენტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ ჩაბარების მიზნით;
- მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობით კომპანიის მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/ დაგეგმვას;
- „კომპანიის“ ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
იმისათვის, რომ კომპანიამ შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვას ლეგიტიმური ინტერესები, ასევე სრულად და ჯეროვნად განახორციელოს თქვენი მომსახურება, მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა კანონით გათვალისწინებული წესის სრული დაცვით თქვენ შესახებ ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს:
პროვაიდერი დაწესებულებები, ადმინისტრაციული ორგანოები; სადაზღვევო ინდუსტრიაში მოქმედი ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორი კომპანიები, გადამზღვეველი კომპანიები, სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო.
პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება კომპანიას გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე;
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში:
- თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად /განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
- კომპანიის, მომხმარებელთა და თანამშრომელთა საკუთრების ასევე პირის უსაფრთხოების დასაცავად;
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად;
თანხმობას მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო, ელექტრონული ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული წესით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები:
- მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.
- მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.
- მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მისი დამუშავება
კომპანია იყენებს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომლის დაჯგუფებაც შეგვიძლია შემდეგ კატეგორიებად, რომელიც მოიცავს თუმცა შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს ქვემოთ მოცემული მონაცემებით.
შენიშვნა: კომპანიასთან თქვენი ურთიერთობის ხასიათის და მონაცემთა დამუშავების კონტექსტისა და მიზნის გათვალისწინებით, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ შესაბამის კატეგორიაში (კატეგორიებში) მითითებული ყველა ან მხოლოდ ზოგიერთი მონაცემი.
- საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების ადგილი, მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტობრივი), ეროვნება, ფოტოსურათი, ხელმოწერის ნიმუში და სხვა;ანგარიშის მონაცემები, საბანკო ბარათის მონაცემები, ასევე მომხმარებლის კანონიერ მფლობელობაში არსებული მოძრავი ქონების – ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, მოდელი, ტიპი, გამოშვების წელი, ვინ კოდი, სახელმწიფო ნომერი, საჭე, გარბენი, ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, ტექნიკური პასპორტი;
- დოკუმენტური: პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნომერი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა.
- საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;
- დემოგრაფიული ინფორმაცია: ინფორმაცია სამსახურის/პროფესიის, მოქალაქეობის, განათლების შესახებ, ასევე, ინფორმაცია სოციალური სტატუსის და შემოსავლების შესახებ და სხვა;
- ოჯახური მდგომარეობის, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია: ქორწინების მოწმობა, ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო და დოკუმენტური მონაცემები, ინფორმაცია ოჯახის წევრების, საკონტაქტო პირების შესახებ, ინფორმაცია პირის გარდაცვალების თაობაზე და გარდაცვალების მოწმობა და სხვა;
- ფინანსური ინფორმაცია: ინფორმაცია ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ტრანზაქციებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საკრედიტო ისტორია და კრედიტუნარიანობა, ინფორმაცია ვადაგადაცილებების, ფინანსური პროდუქტების, შემოსავლის, ქონების;
- სახელშეკრულებო ინფორმაცია: ინფორმაცია კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ; დასაქმების პირობების შესახებ (დასაქმების ადგილი, ხელფასი, სამუშაო გრაფიკი და სხვა);
- განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო ისტორია, ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია.
- აუდიო-ვიზუალური: კომპანიის შიდა ნომერზე შემოსული/გასული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ფოტოსურათები, კომპანიის გარე პერიმეტრსა და შიდა სივრცეში (კორიდორი) ვიდეო მონიტორინგის სისტემის ჩანაწერები,
- ინტერაქციული – თქვენ მიერ კომპანიასთან კომუნიკაციისას, ფიზიკური ფორმების შევსებისას, ტელეფონით, ელ-ფოსტით და სხვა არხებით (მათ შორის სოც მედიის საშუალებით Facebook, Instagram,LinkedIn და სხვ) დაფიქსირებული ინფორმაცია.
- საჯარო მონაცემები: საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
პერსონალური მონაცემები ძირითადად მუშავდება ჩვენ მიერ მომხმარებლისთვის დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სერვისის გაწევის დროს, მომხმარებლის განაცხადის განხილვის დროს, სხვადასხვა სახის/შინაარსის სახელშეკრულებო ურთიერთობების შესრულების, დასაქმების, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით; სადაზღვევო საქმიანობის კომპლექსურობის გათვალისწინებით დამუშავებულ შეიძლება იქნეს, ნებისმიერი სხვა მონაცემი რომელიც უკავშირდება კლიენტს და რის შედეგადაც შესაძლებელია მონაცემთ სუბიექტის იდენტიფიცირება ან/და დახასიათება ან/და სხვა კლიენტებთან დაჯგუფება მისი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნით.
პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენი სურვილია უზრუნველვყოთ თქვენთვის არჩევანის საშუალება თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგისა და რეკლამირების ფარგლებში გამოყენებასთან დაკავშირებით.
კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე. მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით კომპანიის მიერ სხვა მონაცემთა დამუშავება ხდება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
კომპანია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე მომხმარებელს მარტივ და გასაგებ ენაზე აწვდის თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლების და ამ უფლების განხორციელების მექნიზმის/წესის შესახებ ინფორმაციას.
უარის თქმა პირდაპირ მარკეტინგზე
მონაცემთა დაცვის სუბიექტს შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფასურის ან სხვა შეზღუდვის გარეშე მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონის’’ ოფისში წერილობითი განაცხდის შევსებით, ან ელექტრონულად unison@unison.ge შეტყობინების გაგზავნის გზით,
კომპანია ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა უსასყიდლოდ შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება
ვიდეო და აუდიო მონიტორინგი
კომპანიაში უსაფრთხოების და საკუთრების დაცვის, ასევე მომსახურების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მიმდინარეობს ცხელი ხაზის ზარების, ასვეე შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის, კორიდორის მონიტორინგი.
მონაცემთა უსაფრთხოება და შენახვის ვადა
ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც აღნიშნული მონაცემები შეგროვდა, მათ შორის, ნებისმიერი სამართლებრივი, მარეგულირებელი, საგადასახადო, სააღრიცხვო, ან ანგარიშგებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნებისათვის.
ვიდეოჩანაწერების შენახვა ხდება მყარი დისკის მოცულობის შესაბამისად და არაუმეტეს 1 თვისა. ვიდოჩამწერი მყარი დისკი მუშაობს გადაწერის რეჟიმში და ძველი მონაცემების წაშლა ხდება ახალი მონაცემების გადაწერის გზით.
სს სადაზღვევო კომპანია უნისონში ნებისმიერი სატელეფონო ზარის ჩანაწერის შენახვის ვადად განსაზღვრულია არაუმეტეს 5 (ხუთი) წელი,
ვიდეო/აუდიო ჩანაწერებზე წვდომა აქვთ ორგანიზაციის მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც აღნიშნული ესაჭიროებათ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.
მონაცემთა უსაფრთხოება
- კომპანიაში დაცულია ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული ზომა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების ყოველგვარ დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
- კომპანიაში მკაცრად არის დაცული მონაცემთა კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახდენენ „პერსონალური მონაცემების“ დამუშავებას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების მიზნით.
თქვენი უფლებები
მონაცემთა სუბიექტი მიერ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა შესაძლოა გამოხატული იქნეს ზეპირად, წერილობით, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.
თქვენი უფლებები თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
- რა არის თქენი მონაცემების დამუშავების მიზანი;
- რა არის თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- როგორ მუშავდებოდა თქვენი მონაცემები;
- რა ვადით ხდება მონაცემთა შენახვა;
- ვისთვის მოხდა თქვენი მონაცემების გაზიარება;
- მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტაზე unison@unison.ge , ან ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით, ან ეწვიოთ კომპანიას. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება– თუ „კომპანიის“ მიერ დამუშავებული თქვენი მონაცემები არასწორი, არასრული ან არაზუსტია, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება და მოგვაწოდოთ ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია.
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება– თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, კომერციული სადაზღვევო კომპანიების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, კომპანია შესაძლოა მოკლებული იყოს შესაძლებლობას, მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.
- მონაცემთა დაბლოკვის უფლება– თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა (დამუშავების შეზღუდვა), როდესაც პერსონალური მონაცემების სიზუსტე სადავოა თქვენი მხრიდან ან ითხოვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გადავამოწმოთ პერსონალური მონაცემების სიზუსტე და განვიხილოთ მოთხოვნა კანონით გათვალისწინებულ გარემოებებში მონაცემთა;
სუბიექტს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა.
- თანხმობის გამოხმობის უფლება– თანხმობის გათხოვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გამოთხოვის უფლების რეალიზაცია მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
- მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- გასაჩივრების უფლება– თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უფლება გაქვთ მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან /და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სამსახურის ვებგვერდს https://personaldata.ge/