ცხოვრების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის, დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანია უნისონმა, რომელიც 12 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, მომხმარებელს სრულიად განახლებული ციფრული სერვისები შესთავაზა. მრავალფუნქციური ვებ-გვერდი და აპლიკაცია გვაძლევს საშუალებას ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შევიძინოთ როგორც დაზღვევის პოლისი, ასევე გადავიხადოთ პრემია და დავაფიქსიროთ შემთხვევა.
უნისონისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ავტოდაზღვევა წარმოადგენს. 50/50, ასე ქვია ახალ ინოვაციურ პროდუქტს ავტოდაზღვევის მიმართულებით, რომელიც უნისონმა ახლახანს შესთავაზა მოსახლეობას. თუ ავტომობილის ღირებულება 7,000$-ს აღემატება, მომხმარებელი მის დაზღვევას ნახევარ ფასად შეძლებს. მეორე ნახევარს კი მხოლოდ მაშინ გადაიხდის, თუ სადაზღვევო წლის განმავლობაში დაუდგება ზარალი. ასეთ შემთხვევაშიც, დამზღვევს არ უწევს უნისონისთვის თანხის მეორე ნახევრის გადახდა, არამედ ეს რაოდენობა გამოექვითება უნისონის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხიდან.
50/50 პაკეტი ყველა იმ რისკისგან აზღვევს მომხმარებელს, რისგანაც სტანდარტული ავტოდაზღვევა:
- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნაწილობრივი ან სრული დაზიანება;
- სხვადასხვა საგნის დაცემა;
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი;
- მოძრაობისას ასხლეტილი კენჭით დაზიანება;
- ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;
- ცხოველთან შეჯახება;
- სტიქიური მოვლენები.
აღსანიშნავია, რომ 50/50 არ გახლავთ დროებითი აქცია, არამედ ეს არის სრულფასოვანი სადაზღვევო პროდუქტი, რომლის ყიდვაც მომხმარებელს მხოლოდ ონლაინ, უნისონის ვებ-გვერდითა და აპლიკაციით შეუძლია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომხმარებელს პაკეტის შეძენა გაზრდილი ფრანშიზის ხარჯზე არ უწევს. უნისონის ვებ-გვერდზე შესაძლებელია 50/50-ის შეძენა როგორც ფრანშიზით, ასევე უფრანშიზოთ.
პაკეტ 50/50 შექმნის იდეა გაჩნდა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ავტომობილის დაზღვევისგან თავს იკავებს, ვინაიდან თვლის, რომ სადაზღვევო შემთხვევის მცირე რისკის მატარებელია.
მითითებული პაკეტით კი კომპანია უნისონი ასეთ მომხმარებელს ერთის მხრივ სთავაზობს ისე დააზღვიოს საკუთარი ავტომობილი, რომ ეს ნაკლებად დაეტყოს ხარჯებს და მეორეს მხრივ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს აძლევს დაზღვევის გამოყენებისა და დიდი ფულადი ზარალის თავიდან არიდების საშუალებას.
იმზაგვრეთ უფრო მშვიდად უნისონთან ერთად!