ტენდერში მონაწილეობისას კომპანიები ბევრი სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებენ. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დაზღვევა, ხშირად სავალდებულო ტენდერში მონაწილეობის მიღების და  ბიზნესის ფინანსური განვითარების და სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

სს სადაზღვევო კომპანია უნისონი ტენდერში მონაწილე კომპანიებს სთავაზბს მათ საჭიროებებზე მორგებულ შემდეგი ტიპის საბანკო / საბაჟო გარანტიებს:

  • სატენდერო გარანტია (სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია)
  • საავანსო გარანტია (წინასწარი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია)
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია)
  • ხარისხის საბანკო გარანტია.

 

 უნისონის უპირატესობები:

  • სანდოობა – სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ შედის სადაზღვევო კომპანიების პირველ სამეულში,  ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას და თანამშრომლობს ევროპის A რეიტინგის მქონე გადმზღვევი კომპანიებთან.
  • კლიენტის ინტერესებზე მორგებული მოთხოვნები – საბანკო გარანტიები მაქსიმალურად მორგებულია თქვენს სპეციფიკურ საჭიროებებზე და ითვალისწინებს ინდივიდუალურ პირობებს.
  • საბანკო გარანტიის გაცემის უსწრაფესი პროცედურა – საბანკო გარანტიის გაცემა შესაძლებელია სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში.
  • ზარალის ოპერატიული რეგულირება – უნისონის გუნდი მზად არის სწრაფად და მარტივად დაარეგულიროს ზარალი A კლასის საერთაშორისო გადამზღვეველ კომპანიებთან თანამშრომლობით.
  • განსაკუთრებული შეთავაზება სტრატაპებს – სატენდერო საბანკო გარანტიებზე ხელმისაწვდომობა გექნებათ 1 მილიონიან სატენდერო პირობებზე.