სადაზღვევო კომპანია უნისონისა და ქართულ-ამერიკული კლინიკა ,,რეიმანის“ ტექნოლოგიურმა ინტეგრაციამ დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურებების მიღება კიდევ უფრო გაამარტივა და კლინიკაში მიმართვის მიღების საფუძველზე მეტად ხელმისაწვდომი გახადა სამედიცინო სერვისებით სარგებლობა.
სადაზღვევო პროცესების გაციფრულების შედეგად დაზღვეულები ,,რეიმანში“ ვიზიტისას დაზოგავენ დროს და მეტად კომფორტულ გარემოში ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლებენ პროფილაქტიკური და ამბულატორიული მომსახურებების ჩატარებას. მიიღებენ მსოფლიო სტანდარტებზე მორგებულ სამედიცინო სერვისებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროვაიდერ კლინიკაში და კონსულტაციას გაივლიან ისეთი მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმების გუნდთან, რომლებიც საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე.
სადაზღვევო კომპანია უნისონი კი დაზღვეულთა კომფორტისა და სიმშვიდეზე ორიენტირების მიზნით ქმნის ტექნოლოგიებს, რომლებიც პირველ რიგში, ემსახურება სადაზღვევო პროცესების გამარტივებას და ზრუნავს სერვისების ფართო სპექტრის ციფრულ ინტეგრაციაზე.