- როდის დაიწყო ყველაფერი?
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობა იქამდე არნახული ტემპებით განვითარდა და სულ რამდენიმე ათწლეულში ადამიანების ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. რასაკვირველია, ამ ყველაფერზე უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიების განვითარებამ, რომლის მეშვეობით დღეს სამყაროში მიმდინარე პროცესები ბევრად მარტივი და მოქნილია. ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან ერთად საფრთხეებმა ფიზიკური სივრციდან ციფრულ სივრცეში გადმოინაცვლა და წარმოიშვა ახალი გამოწვევა – კიბერუსაფრთხოება.
- პირველ რიგში, რა არის ფიშინგი (Phishing)?
ფიშინგი არის სოციალური ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, ხალხის მანიპულირების ხელოვნება, რომელსაც იყენებს ე.წ. ფიშერი ადამიანების პერსონალური ან ორგანიზაციის კომპიუტერული და ფინანსური ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად.
- როგორ მოქმედებენ ფიშერები?
ორგანიზაციაზე კიბერშეტევისთვის ფიშერები დიდხანს და ზედმიწევნით ემზადებიან. უპირველეს ყოვლისა, ისინი შეისწავლიან კომპანიის საქმიანობას და მიზანმიმართულად ირჩევენ ისეთ თანამშრომლებს, რომლებსაც სერვერებსა და სხვა ინფორმაციულ წყაროებზე აქვთ წვდომა. შემდეგ სპეციალურად მათთვის იქმნება ყალბი ბმულები, რომლებზე უნებლიედ გადასვლით კიბერთაღლითები ორგანიზაციის კონფიდენციალურ ინფორმაციას მოიპოვებენ ან იყენებენ კომპანიის სახელს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოსაპოვებლად. მაგალითად, ფიშერები ყველაზე ხშირად ელექტრონული კომერციის (E-commerce) ვებ-გვერდებს ირჩევენ, რომლებზედაც მიმზიდველი ინტერფეისისა და მოსახერხებელი სერვისის გამო უამრავი მომხმარებელი რეგისტრირდება. ასევე, ფიშერები ხშირად ქმნიან ინტერნეტ ბანკის ან სხვა ტიპის გადახდის ვებ-გვერდს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იდენტური ან ვიზუალურად მაქსიმალურად მიმსგავსებულია რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
როგორც წესი, კიბერთაღლითები მაღალი სანდოობისა და ავტორიტეტის მქონე კომპანიებს ირჩევენ და მსგავსი შემთხვევებით მათ მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს აყენებენ. ასევე, საგულისხმოა ფინანსური დანაკარგები, მაგალითად, იურიდიული ხარჯები და რეგულატორის მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამას ადასტურებს IBM-ის 2022 წლის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით გასულ წელს ფიშინგით გამოწვეული ზარალი ორგანიზაციებში 4.76 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. (https://www.ibm.com/reports/data-breach).
- არსებობს თუ არა კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა ორგანიზაციებისთვის?
მოსახლეობის ცნობიერების გაზრდისა და თავდაცვის მექანიზმების განვითარების პარალელურად ვითარდება კიბერდამნაშავეთა მიდგომებიც. ისინი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ არიან, შესაბამისად, დღეისთვის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევის, რესურსისა და გამოცდილების გამოყენებით არის შესაძლებელი.
ქართული კომპანიებიც აქტიურად ცდილობენ გააძლიერონ უსაფრთხოების სისტემა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს საქართველოში არ გვაქვს კიბერდანაშაულთან გამკლავების სრულყოფილი საშუალება და შექმნილი ვითარება ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების დაზღვევის უზარმაზარ პოტენციალს.
უნისონმა შეიმუშავა ინოვაციური პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც კიბერშეტევისას კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, შეინარჩუნოს ბიზნესის უწყვეტობა და მინიმუმამდე დაიყვანოს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგი. კიბერუსაფრთხოების დაზღვევა სრულად პასუხობს თანამედროვეობის ტექნოლოგიურ გამოწვევებს და გამყარებულია ევროპის A კლასის გადამზღვევი კომპანიების მიერ.