სასტუმრო დროებით არ ფუნქციონირებს, აღნიშნული ფასდაკლება იმოქმედებს განახლებული სეზონიდან, 2024 წლის მაისის თვიდან
მომსახურების პირობები:
სასტუმრო “ვინდამ გრიგოლეთში” უნისონის დაზღვეულებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 % ფასდაკლებებით ყველა კატეგორიის ნომერზე.
ამისათვის საჭიროა ადგილზე წარადგინოთ დაზღვევის მოქმედი პოლისი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
📞 0494 20 02 11
📧 reservations@grigoletiresort.com
ზღვის ხედებით, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურითა და კომფორტისთვის ყველა საჭირო მექანიზმით აღჭურვილი სასტუმრო “ვინდამ გრიგოლეთი” მრავალწლიანი ფიჭვებითა და სიმწვანით სავსე ეზოში მდებარეობს.
60-ნომრიანი სასტუმრო დამსვენებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი – ღია და დახურული აუზი, რესტორანი, სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე ლაუნჯ ბარი და ტერასა ზღვის დაუვიწყარი ხედებით.
ასევე, სასტუმროს კომპლექსში იაპონური და ღვინის სპა გიმასპინძლებთ – რომელიც საქართველოში უნიკალური იაპონური თრითმენთებით და მიმართულებით გამოირჩევა, როგორიცაა ოფურო და ფურაკო.
სასტუმრო “თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი ვინდემში” საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვაც შესაძლებელია. შენობის სივრცეში სპეციალური დარბაზებია მოწყობილი, რომელიც 80 ადამიანს იტევს. აქ შეგიძლიათ არამხოლოდ ბიზნეს შეხვედრები და კონფერენციები დაგეგმოთ, არამედ დაუვიწყარი ქორწილის გადაიხადოთ.