უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან სამოგზაუროდ გამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ევროპაში წამსვლელთათვის წინასამოგზაურო სამზადისი ბევრად უფრო გამარტივდა და მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები ესაჭიროებათ: სამოგზაურო დაზღვევა, ამონაწერი ბანკიდან, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის სარჩელის საფუძველზე დაადგინა რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევა. კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, თბილისის მერიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა ჩაითვალა სადაზღვევო სექტორისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნად.
კიბერ რისკების დაზღვევას, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია უნისონი სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ბოკუჩავა კიბერ დაზღვევის შესახებ გაგვესაუბრა.