კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი პრიორიტეტია!
30 ნოემბერი, 2017
კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი პრიორიტეტია!

მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, უნისონმა დანერგა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და გავაუმჯობესოთ მომსახურება.

 

კმაყოფილების კვლევის სისტემა შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. მათ შორის ერთ-ერთია ელექტრონული კითხვარი, რომელსაც ადგილზე ანაზღაურების ოპერატორთან მოსული მომხმარებელი ავსებს. ბოლო თვის შედეგების თანახმად, მომხმარებელთა 95% კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით. ამ მონაცემზე დაყრდნობით, თამამად შეგიძლიათ იფიქროთ, რომ უნისონის მიერ თქვენი ზარალის ანაზღაურების ალბათობა 95%-ია.

 

მონაცემების შეგროვება ხდება როგორც ცხელ ხაზზე შემოსული ზარებით, ასევე, სოციალურ ქსელში დაფიქსირებული კომენტარებითაც. თითოეულ ქეისს ინდივიდუალურად განვიხილავთ და ხელშეკრულების პირობების თანახმად ვმოქმედებთ. მაგ. სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში, ხშირია გაუგებრობები გეგმიურ და გადადუდებელ მკურნალობასთან დაკავშირებით. სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს ფარავს, თუმცა მომხმარებელს ხშირად ჰგონიათ, რომ ამ პაკეტით გეგმიური მკურნალობის ჩატარებას შეძლებენ. გაუგებრობების აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებაა მომხმარებელთან უშუალო და დროული კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია უფრო ახლოს ვიყოთ მომხმარებელთან და რაც შეიძლება მარტივად შევძლოთ პრობლემების მოგვარება.

 

იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და დავხვეწავთ მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემას და შევძლებთ კიდევ უფრო კომფორტული გარემოს შექმნას თქვენთვის.

ასევე ნახეთ
13 დეკ, 2017

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის სარჩელის საფუძველზე დაადგინა რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან  კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევა. კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, თბილისის მერიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა ჩაითვალა სადაზღვევო სექტორისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნად.

გაიგე მეტი