მომხმარებლის უფლებების დასაცავად
03 მაისი, 2018
მომხმარებლის უფლებების დასაცავად

მიეცეს მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალება ბანკებში დაზღვევის პროდუქტების შეძენისა, ესაა მოთხოვნა, რომელსაც უნისონი არაერთ ინსტანციაში უკვე წლებია აყენებს.

 

გუშინ, 2 მაისს,  სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის სხდომაზე დამსწრე სადაზღვევო კომპანიათა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უნისონის ინიციატივას, შემუშავდეს ერთობილი მიმართვა საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკისთვის.  

 

მიმართვა ითვალისწინებს კონკურენციის კანონის აღსრულების აუცილებლობას ბანკებში, რის შედეგადაც მომხმარებელს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება სესხზე მიბმული სადაზღვევო პროდუქტების შეძენისას. მომხმარებელს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის კონკურენტულ შეთავაზებას შორის.

 

ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით, პირველ რიგში, მომხმარებელი დარჩება მოგებული. განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობიდან, როდესაც ბანკში ერთი, ამავე ბანკის საკუთრებაში მყოფი სადაზღევო კომპანიაა წარმოდგენილი, რომელსაც შეუძლია მონოპოლიური მდგომარეობით ისარგებლოს და მომხმარებელს უსამართლო პირობები მოახვიოს თავს; გაზრდილი კონკურენცია აუცილებლად გამოიწვევს დაზღვევის პროდუქტების ხარისხის ზრდას და ფასის შემცირებას.

 

უნისონმა უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს, კონკურენციის სააგენტოს და საქართველოს პარლამენტს ანალოგიური მოთხოვნით. თუმცა, ახლა უკვე თანამოაზრე სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უფრო შედეგიანი იქნება.  

ასევე ნახეთ
13 დეკ, 2017

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი

გაიგე მეტი
03 აგვ, 2018

სადაზღვევ კომპანია უნისონსა და Rezid Holding GmBH-ის თბილისის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნისონი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჯამური ლიმიტით სრულად დააზღვევს KING DAVID-ის კომპლექსის ქონებასა და პასუხისმგებლობას.კონტრაქტის დეტალებზე უნისონის რისკების დირექტორი ნინო ბოკუჩავა გვესაუბრება.

 

გაიგე მეტი