სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა
07 დეკემბერი, 2018
სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

 

2018 წელს სექტორის მიერ მოზიდული პრემია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სადაზღვევო ბაზარი 2017 წელთან შედარებით 21%-ით, 71,9 მილიონი ლარით გაიზარდა.  უნისონი ამ მხრივ ბაზრის ზრდის ტემპს 3-ჯერ უსწრებს. კომპანიის მიერ მოზიდული პრემია წინა წელთან შედარებით 63%-ითაა გაზრდილი. 

 

შედეგად, უნისონმა III კვარტლის მონაცემებით სადაზღვევო კომპანიებს შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით. ამ მხრივ, პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი"

 GEL   87,917,712

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი"

 GEL   62,152,996

სს სადაზღვევო კომპანია იმედი L

 GEL   51,305,621

სს "თიბისი დაზღვევა"

 GEL   44,585,529

სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი"

 GEL   33,077,588

 

 

წელს უნისონს ქონების დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. კომპანიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით და ქონების დაზღვევის ბაზრის 22%-იანი წილი დაიკავა. 

 

კომპანია ბაზრის უპირობო ლიდერად რჩება საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებითაც. უნისონს მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა სამოგზაურო დაზღვევის კუთხითაც, სადაც საცალო სეგმენტზე მოზიდული პრემიით მე-3 ადგილი დაიკავა. 

 

კომპანია სტაბილური ზრდის ტემპს ინარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევის და ავტოტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებითაც.

 

უნისონმა 2018 წლის განმავლობაში  9,8 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, რაც მოზიდული ნეტი პრემიის 63%-ს შეადგენს. აქედან, 8,2 მილიონი ანაზღაურდა სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით. 

 

უნისონი 2018 წლის ბოლო კვარტალში შედეგების დამატებით გაუმჯობესებას ელოდება და 2019 წლის ახალი გამოწვევებისთვის ძლიერი საწყისი პოზიციებით შეხვედრას გეგმავს. კომპანიის წარმატებული შედეგები პირდაპირ აისახება უნისონის მომხმარებელზე დანერგილი ახალი სერვისებისა და პროდუქტების კუთხით. 

ასევე ნახეთ
03 მაი, 2018

მიეცეს მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალება ბანკებში დაზღვევის პროდუქტების შეძენისა, ესაა მოთხოვნა, რომელსაც უნისონი არაერთ ინსტანციაში უკვე წლებია აყენებს.

გაიგე მეტი
29 ივნ, 2018

უნისონმა 28 ივნისს თავის მომხმარებელს ახალი მობილური აპლიკაცია წარუდგინა.

გაიგე მეტი