საინტერესო სიახლეები და მნიშვნელოვანი პროექტები
30 ნოემბერი, 2017
საინტერესო სიახლეები და მნიშვნელოვანი პროექტები

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა კორპორატიული სამედიცინო დაზღვევისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს ხელმისაწვდომ ფასად, 9 ლარიდან. აღნიშნულ პაკეტებში შედის როგორც პროფილაქტიკური კვლევები და სრული ამბულატორია, ასევე სტომატოლოგია და მედიკამენტები. როგორც იცით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პაკეტების მფლობელებს შეუმცირდათ დაფინანსება და ჩვენი შეთავაზება საკამოდ საინტერესო ალტერნატივაა.

 

მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღსანიშნავია იუსტიციის სახლის ტენდერში გამარჯვება. უნისონი უკვე რამდენიმე წელია იუსტიციის სახლში, ტენდერის ფარგლებში, მომხმარებლებს სთავაზობს სამოგზაურო დაზღვევის პოლისებს. განახლებული ტენდერის გამარჯვებული კვლავ სადაზღვევო კომპანია უნისონია და მოხარულები ვართ, რომ იუსტიციის მომხმარებლებს ისევ ჩვენ შევთავაზებთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისებს. აღსანიშნავია, რომ უნისონს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი აქვს სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე და საზღვარგარეთ ჩვენს მომხმარებელს საერთაშორისო კომპანია ევროპ ასისტანსი ემსახურება.

 

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ კომპანიის განვითარებაზე, არამედ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებაზეც. ამ მხრივ, საინტერესოა უნისონის სარჩელი საბანკო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააკმაყოფილა. სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა დისკრიმინაციულად შეფასდა, რაც გაზრდის სადაზღვევო კომპანიების მეტ ჩართულობას და გააჯანსაღებს ბაზარს.

 

ვიმედოვნებთ, მომავალშიც აქტიურად ჩავერთვებით საინტერესო პროექტებში და განვავიტარებთ როგორც კომპანიის პროდუქტებს, ასევე ხელს შევუწყობთ კონკურენტუნარიანობის განვითარებას ბაზარზე.

ასევე ნახეთ
13 დეკ, 2017

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი

გაიგე მეტი
03 მაი, 2018

მიეცეს მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალება ბანკებში დაზღვევის პროდუქტების შეძენისა, ესაა მოთხოვნა, რომელსაც უნისონი არაერთ ინსტანციაში უკვე წლებია აყენებს.

გაიგე მეტი