კიბერ დაზღვევა - პირველად საქართველოში უნისონისგან
30 ნოემბერი, 2017
კიბერ დაზღვევა - პირველად საქართველოში უნისონისგან

ახალ შესაძლებლობებს ახალი საფრთხეები ყოველთვის თან ახლავს და არც ინფორმაციული ტექნოლოგიებია გამონაკლისი. ციფრულ ეპოქაში ინფორმაცია ყველაზე ფასეული აქტივია, მისი დაცვა კი სულ უფრო რთულდება.

კიბერ დანაშაული ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ბოლო ერთი წლის გახმაურებული შემთხვევების სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. კიბერ შეტევის ობიექტთა შორის აღმოჩნდა არაერთი გლობალური კორპორაცია, სამთავრობო უწყებები, აშშ-ს და საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიები. სულ ბოლოს შემთხვევისას, კიბერ შეტევის შედეგად ჩერნობილის ატომური რეაქტორის კონტროლის სისტემა გაითიშა. საქართველოში, ბოლო პერიოდში, ჰაკერებმა საინფორმაციო სააგენტო ექსპრეს ნიუსის (epn.ge) საიტი და ბაზები მთლიანად წაშალეს.

 კიბერ რისკების დაზღვევას, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია უნისონი სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ბოკუჩავა კიბერ დაზღვევის შესახებ გაგვესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, რატომ გადაწყვიტეთ კიბერ დაზღვევის პროდუქტის შექმნა, არის მოთხოვნა ქართულ ბაზარზე?

- კიბერ შეტევის მიზეზით გამოწვეული ზიანი უმრავლეს შემთხვევაში მასშტაბურია და კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს. ზარალი გაცილებით დიდი და კომპლექსურია თუ ეს ეხება ფინანსურ დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, რომლებიც სენსიტიურ ინფორმაციას ინახავენ. ხანძრით განადგურებული შენობის აღდგენა ან სულაც ახლის აშენება ადვილია, მაგრამ მონაცემთა ბაზების, დაზიანებული იმიჯის და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა გაცილებით დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 

ქონების დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ჩვენს ქვეყანაში. უნისონი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. თუმცა არანაკლები მნიშვნელოვანი ქონების დაცვასა და შესაბამისად დაზღვევას, რომელიც დაცულია ელექტრონულად და უმრავლეს შემთხვევაში გაცილებით აღმატებული ღირებულება გააჩნია ვიდრე მატერიალური სახით გამოხატულ ქონებას, ნაკლები ყურადღება ექცევა. აქამდე ჩვენთან ამგვარი დაზღვევა არ არსებობდა. გვჯერა, რომ თუ მომხმარებელს ავუხსნით საჭიროებას და ხარისხიან პროდუქტსაც შევთავაზებთ, მოთხოვნაც გაჩნდება. 

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა რისკებს ფარავს კიბერ დაზღვევა?

- წარმოიდგინეთ, ჰაკერული თავდასხმის შედეგად თქვენს კომპანიას დაუზიანეს პროგრამული უზრუნველყოფა, წაუშალეს ბუღალტრული ჩანაწერები, მოპარეს პირადი და კონფიდენციალური სახის ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ. კომპანია ხდება პარალიზებული. საჭირო ხდება დაზიანებული ინფორმაციის და ქსელის მუშაობის აღდგენა და განმეორებითი შეტევის პრევენცია. ამას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები სჭირდება.


თუმცა ზიანი ამით არ მთავრდება. შესაძლოა კომპანიას კლიენტმა უჩივლოს ინფორმაციის გავრცელების გამო, რეგულატორმა დააკისროს სანქციები, კომპანიას შეელახოს იმიჯი. ჩვენი დაზღვევა ყველა აღნიშნულ ხარჯს ფარავს, იურიდიული და PR კონსულტანტების ჩათვლით. 

- ელოდებით, რომ კონკურენტებიც გამოგყვებიან და მსგავს პროდუქტებს შესთავაზებენ ბაზარს?

- ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. კონკურენცია აუცილებელია ბაზრის განვითარებისთვის. ჩვენი შეთავაზება ევროპის A+ კლასის გადამზღვეველ კომპანიებთან ერთად შევქმენით, ამიტომაც კონკურენცია არ გვაშინებს. მომსახურების ხარისხი და შეთავაზების პირობები ნებისმიერ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამარტო ქართული, არამედ საერთაოშორისო ბაზრისთვისაც. 

ასევე ნახეთ
08 იან, 2018

უნისონში ავტომობილით მოგზაურობის მოყვარულთათვის და გადამზიდი კომპანიებისთვის საინტერესო სიახლე გვაქვს. 2018 წლიდან დავიწყეთ მწვანე ბარათების გაყიდვა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს დაზღვეულებს უპრობლემოდ გადაკვეთონ 45 ქვეყნის საზღვარი.

 

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

გაიგე მეტი