ყველაზე კომფორტული სამოგზაურო დაზღვევა
30 ნოემბერი, 2017
ყველაზე კომფორტული სამოგზაურო დაზღვევა

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან სამოგზაუროდ გამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ევროპაში წამსვლელთათვის წინასამოგზაურო სამზადისი ბევრად უფრო გამარტივდა და მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები ესაჭიროებათ: სამოგზაურო დაზღვევა, ამონაწერი ბანკიდან, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი.

 

სამოგზაურო დაზღვევის შერჩევისას აუცილებელად უნდა მიაქციოთ ყურადღება საერთაშორისო კომპანიას, რომელიც სადაზღვევო კომპანიას ემსახურება და თქვენს უსაფრთოებაზე იზრუნებს სადაზღვევო შემთხვევისას. მაგ. სადაზღვევო კომპანია უნისოსს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და გამოცდილი საერთაშორისო კომპანია ევროპ ასისტანსი ემსახურება, რომელსაც 24/7-ზე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ.

 

საგრძნობლად გამარტივებულია სამოგზაურო დაზღვევის შეძენის პროცედურაც. მაგ. თუ ვერ ახერხებთ ოფისში მისვლას და არც ინტერნეტთან გაქვთ წვდომა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნისონის წარმომადგენელთან 24/7-ზე შეძლებთ მომსახურების მიღებას. ონლაინ შეძენის შემთხვევაში, სამოგზაურო დაზღვევის პოლისს მიიღებთ ელ.ფოსტაზე ელექტრონული სახით და სურვილის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი ადგილზეც მოგიტანთ ან დაგახვედრებთ აეროპორტში.

 

კიდევ ერთი კომფორტული გზა სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად არის იუსტიციის სახლში სტუმრობა. საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი რეგიონის იუსტიციის სახლში შეძლებთ უნისონის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას და მოულოდნელი შემთხვევებისგან თავის დაზღვევას. უნისონი უკვე მესამე წელია წარმატებით თანამშრომლობს იუსტიციის სახლთან და ზრუნავს მომხმარებლებისთვის კომფორტული პირობების შექმნაზე.

 

მნიშვნელოვანი საკითხია სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შინაარსიც და იმის დაზუსტება თუ რას ფარავს ეს პროდუქტი. სამოგზაურო დაზღვევა ფარავს გადაუდებელ შემთხვევებს მოგზაურობის პერიოდში. არ უნდა აგვერიოს სამოგზაურო დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევასთან, რომელიც გეგმიურ მკურნალობასაც მოიცვას და ბევრად უფრო ძვირადღირებული პროდუქტია. გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, სამოგზაურო დაზღვევა შესაძლოა მოიცავდეს დამატებით პასპორტის დაზღვევას, ფრენის გაუქმების დაზღვევას, უბედური შემთხვევის დროს ოჯახის წევრის ვიზიტს და ბარგის დაზღვევას. უნისონის დამოგზაურო დაზღვევის პაკეტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბენეფიტებს მოიცავს და მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასს სთავაზობს.



ასევე ნახეთ
30 ნოე, 2017

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

კიბერ რისკების დაზღვევას, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია უნისონი სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ბოკუჩავა კიბერ დაზღვევის შესახებ გაგვესაუბრა.

გაიგე მეტი