საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით
30 ნოემბერი, 2017
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით

სადაზღვევო კომპანია უნისონი უკვე რამდენიმე წელია ღიად აფიქსირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვებისას  სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიღებისა და აღიარების ნაწილში პრობლემებს. კომპანია თვლიდა, რომ აღნიშნული აშკარად შეიცავდა კონკურენციის შეზღუდვის, მომხმარებლისათვის არჩევანის წართმევისა და ბანკებისათვის უპირატესი უფლებების მინიჭების ნიშნებს.

 

მიუხედავად იმისა რომ პრობლემა სრულიად სადაზღვევო სექტორს შეეხებოდა, უნისონი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც, ზემოაღნიშნულის დადგენის მიზნით, მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მჭიდროდ ითანამშრომლა მასთან.

 

შედეგად, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის სარჩელის საფუძველზე დაადგინა რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან  კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევა. კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, თბილისის მერიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა ჩაითვალა სადაზღვევო სექტორისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნად.

 

სადაზღვევო კომპანიების გარანტიების მიუღებლობით ტენდერებში მონაწილეობის საშუალება ეზღუდებოდათ კომპანიების ნაწილს, რომლებსაც ბანკები უგვიანებდნენ ან უარს ეუბნებოდნენ საბანკო გარანტიებზე, მაშინ როცა სადაზღვევო სექტორს საშუალება ჰქონდა დროულად მოეხდინა მათთვის ამგვარი გარანტიების შეთავაზება. ბაზარზე ხელოვნური ბარიერის შექმნა იწვევდა საბანკო სექტორის დომინანტურ პოზიციას. ეს ხელს უშლიდა კონკურენტული გარემოს შექმნას, საბანკო გარანტიებზე კონკურენტული, დაბალი ფასის დაწესებასა და პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას.

 

სახელმწიფო ორგანიზაციების არგუმენტი, რომ სადაზღვევო სექტორი დროულად არ ასრულებდა გარანტიებით აღებულ ვალდებულებებს, რაც ძირითადად ეფუძნებოდა ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის რამდენიმე შემთხვევას, კონკურენციის სააგენტომ მიუღებლად ცნო. გადაწყვეტილებაში მოყვანილია სადაზღვევო კომპანია უნისონის შემთხვევა, როდესაც ამ უკანასკნლემა ბათუმის მერიას აუნაზღაურა 1 150 000 ლარზე მეტი ღირებულების გარანტია, რაც ადასტურებს სადაზღევო სექტორის სანდოობას და გადახდისუნარიანობას.

 

კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო რეკომენდაციის სახით დაეგზავნება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციებს. როგორც სადაზღვევო კომპანიები აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების პროცესსაც უფრო ეფექტურს გახდის და უფრო მეტი ახალი კომპანია შეძლებს ტენდერებში მონაწილეობას, სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული მოქნილი საბანკო გარანტიების პირობებში.

ასევე ნახეთ
03 აგვ, 2018

სადაზღვევ კომპანია უნისონსა და Rezid Holding GmBH-ის თბილისის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნისონი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჯამური ლიმიტით სრულად დააზღვევს KING DAVID-ის კომპლექსის ქონებასა და პასუხისმგებლობას.კონტრაქტის დეტალებზე უნისონის რისკების დირექტორი ნინო ბოკუჩავა გვესაუბრება.

 

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან სამოგზაუროდ გამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ევროპაში წამსვლელთათვის წინასამოგზაურო სამზადისი ბევრად უფრო გამარტივდა და მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები ესაჭიროებათ: სამოგზაურო დაზღვევა, ამონაწერი ბანკიდან, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი.

გაიგე მეტი