საახალწლო ავტო დაზღვევა საჩუქრებით!
13 დეკემბერი, 2017
საახალწლო ავტო დაზღვევა საჩუქრებით!

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი:



50 ან 100 ლიტრიანი საწვავი

 

ჩვენს დაზღვეულებს, ინდივიდუალური პირობებიდან გამომდინარე, გადაეცემათ 50 ლიტრიანი ან 100 ლიტრიანი ვაუჩერი საწვავზე. ასე რომ, საახალწლოდ სავსე ავზით შეძლებთ სასურველი ადგილას ბედნიერად წასვლას.



ამბოლის 100 ლარიანი ვაუჩერი

 

ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი შეარჩიოთ. გარდა 100 ლარიანი ვაუჩერისა, ჩვენ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს მუდმივი 15-დან 20%-მდე ფასდაკლებით ამბოლის ქსელში.




50%-იანი ფასდაკლება რეცხვაზე

 

ისარგებლეთ კომფორტული პირობებით და მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება ულიმიტო რეცხვაზე. ეს ფასდაკლება საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ფინანსური რესურსები და უფრო მეტად გაანებივროთ თქვენი ავტომობილი რეცხვით.



GAC Black Card

 

Black Card მოიცავს უამრავ კომფორტულ მომსახურებას, როგორიცაა: პირადი მძღოლის მომსახურება, ევაკუაცია თბილისის მასშტაბით, ტექნიკური დახმარება, კონსიერჟი, საწვავზე 17 თეთრიანი ფასდაკლება, 24 საათიანი ავტო ასისტანსი, იუსრისტის მომსახურება. დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/GACBlackCard



პირადი მძღოლის მომსახურება

 

თუ ვერ ახერხებთ ავტომობილის პროფილაქტიკაში წაყვანას ან უბრალოდ საახალწლოდ რამდენიმე ჭიქა დალიეთ და საჭესთან დაჯდომა დისკომფორტს გიქმნით, ეს მომსახურება სწორედ თქვენთვისაა. პირადი მძღოლი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და აგიმაღლებთ სადღესასწაულო განწყობას.



ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

 

ავტო დაზღვევასთან ერთად საჩუქრად გადმოგეცემათ ერთწლიანი ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. პაკეტები მოიცავს: პროფილაქტიკურ კვლევებს, ჰოსპიტალიზაციას, სტომატოლოგიას, ამბულატორიას, მედიკამენტებს. რაც მთავარია, დაზღვევის მართვა შეგეძლებათ ელექტრონული სერვისებით და ასევე, მუდმივად ისარგებლებთ პარტიორ კომპანიებში ფასდაკლებებით.



გარდა არსებული საჩუქრებისა, უნისონი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს. ბენეფიტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/ბენეფიტები უშუალოდ ავტო დაზღვევის ფასის გამოსათვლელად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://bit.ly/ავტოკალკულატორი



უნისონი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს და გპირდებათ სამომავლოდ საჩუქრებს კიდევ უფრო მეტს!

ასევე ნახეთ
30 ნოე, 2017

მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, უნისონმა დანერგა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და გავაუმჯობესოთ მომსახურება.

გაიგე მეტი
07 დეკ, 2018

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

გაიგე მეტი