ახალი მობილური აპლიკაცია
29 ივნისი, 2018
ახალი მობილური აპლიკაცია

უნისონმა 28 ივნისს მომხმარებელს ახალი მობილური აპლიკაცია წარუდგინა.

 

3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც უნისონმა, პირველმა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ფუნქციონალური მობილური აპლიკაცია შესთავაზა მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგად, სრულიად ახალი აპლიკაცია შეიქმნა.

 

ახალი აპლიკაცია გამოირჩევა სიმარტივით, გაზრდილი ფუნქციონალით და დახვეწილი ვიზუალით. რაც მთავარია, იგი მორგებულია არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელზე, არამედ დაინტერესებულ პირებზეც. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გადმოწერა და ზოგადი ინფორმაციის მიღება პროდუქტებისა თუ პროვაიდერი კლინიკების შესახებ. 

 

უშუალოდ მომხმარებელს რაც შეეხება, დაზღვეულები შეძლებენ ყველა საჭირო ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღებას. იქნება ეს პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიტებსა თუ კომპანიაში მიმდინარე სიახლეებზე. რაც მთავარია, დაზღვეული შეძლებს ლიმიტის კონტროლს, თუ რა თანხა აქვს დარჩენილი, რა თანხა აქვს გახარჯული და როდის უწევს გადახდა. ყიდვის შესაძლებლობა და სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურების საშუალება კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტია აპლიკაციის მომხმარებლებისთვის.

 

ჩვენ გავესაუბრეთ აპლიკაციის პირველ მომხმარებლებსაც და როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობაა. ისინი მოხარულები არიან, რომ უნისონის ახალი მობილური აპლიკაცია საშუალებას მისცმეს მათ ატვირთონ სასურველი დოკუმენტი ან გადაუღონ ფოტო და მარტივად მიიღონ ანაზღაურება.

 

აპლიკაციის გადმოწერა უკვე შეუძლია ანდროიდის მომხმარებელს https://play.google.com/store/apps/details?id=unison.activities . iOS სისტემაზე კი აპლიკაცია მომდევნო კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. 

 

ასევე ნახეთ
30 ნოე, 2017

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან სამოგზაუროდ გამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ევროპაში წამსვლელთათვის წინასამოგზაურო სამზადისი ბევრად უფრო გამარტივდა და მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები ესაჭიროებათ: სამოგზაურო დაზღვევა, ამონაწერი ბანკიდან, დაბრუნების ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი.

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, უნისონმა დანერგა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და გავაუმჯობესოთ მომსახურება.

გაიგე მეტი