მწვანე ბარათები უნისონში
08 იანვარი, 2018
მწვანე ბარათები უნისონში

უნისონში ავტომობილით მოგზაურობის მოყვარულთათვის და გადამზიდი კომპანიებისთვის საინტერესო სიახლე გვაქვს. 2018 წლიდან დავიწყეთ მწვანე ბარათების გაყიდვა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს დაზღვეულებს უპრობლემოდ გადაკვეთონ 45 ქვეყნის საზღვარი.

 

 

მწვანე ბარათი (GREEN CARD) წარმოადგენს საერთაშორისო დაზღვევის სავალდებულო სერთიფიკატს, რომელიც ფარავს ავტომფლობელის პასუხისმგებლობის რისკებს მესამე პირთა მიმართ. ბარათი სავალდებულოა ევროპის, ამიერკავკასიის, თურქეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 45 ქვეყანაში მოგზაურობისას. მწვანე ბარათის მოქმედების მინიმალური პერიოდი 15 დღეა, მაქსიმალური - 12 თვე. 

 

 

ბარათის შეძენა შესაძლებელია უნისონის სათაო ოფისში. ასევე, უნისონის მობილურ ოფისში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მწვანე ბარათი, ისე რუსეთის ტერიტორიაზე მოგზაურობისას მისი ალტერნატივა ОСАГО .

 

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაცია ან დაგვიკავშირდეთ. 

ასევე ნახეთ
03 აგვ, 2018

სადაზღვევ კომპანია უნისონსა და Rezid Holding GmBH-ის თბილისის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნისონი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჯამური ლიმიტით სრულად დააზღვევს KING DAVID-ის კომპლექსის ქონებასა და პასუხისმგებლობას.კონტრაქტის დეტალებზე უნისონის რისკების დირექტორი ნინო ბოკუჩავა გვესაუბრება.

 

გაიგე მეტი
30 ნოე, 2017

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

გაიგე მეტი