ქონება
დაზღვევის ფასის გამოთვლა

აირჩიეთ ქონების ტიპი

;
 
აღწერა
დააზღვიეთ ქონება და შეინარჩუნეთ სიმყუდროვე სახლში. ჩვენ გთავაზობთ თავი აარიდოთ საცხოვრებლის, ავეჯის, ტექნიკის და რემონტის მოულოდნელი დაზიანებისგან გამოწვეულ ხარჯებს.

უნისონის ბინის დაზღვევა მოიცავს: 
კონსტრუქციული ელემენტების, რემონტის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას.

სადაზღვევო რისკები:
  • მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა
  • წყალგაყვანილობის სისტემებიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ამოხეთქვა ან გამოჟონვა მილებიდან
  • ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტის ან მათი ნაწილების დაცემა
  • შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა, მიწისძვრა
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება
სრული დაფარვა: კარკასი + შიგთავსი + რემონტი
საუკეთესო პირობები საუკეთესო ფასად, ჩვენთვის თქვენი კომფორტია პრიორიტეტი.
საუკეთესო ფასი, კვადრატული 1,5 ლარიდან
საუკეთესო ფასი, კვადრატული 1,5 ლარიდან
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
თქვენი კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია და გთავაზობთ საინტერესო ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
 
ბენეფიტები
მისტერ მასტერი მისტერ მასტერი

ისარგებლეთ სტანდარტულ მომსახურებებზე 45 ლარის ნაცვლად 35 ლარად.

 

მისამართი: ა.პოლიტკოვსკაია #6

 

საკონტაქტო: 0322 40 44 04

 

ფასდაკლება ეხება უნისონის ყველა დაზღვეულს. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ დაზღვევის პოლისი. 

IKEA IKEA

თავაზობთ 15-დან 25%-მდე ფასდაკლებას IKEA-ს პროდუქციაზე Duo.ge-ის არხიდან.

 

მისამართი: ვაჟა-ფშაველა  #7

 

საკონტაქტო: +995 558 14 14 50 

 

ფასდაკლება ეხება უნისონის ყველა დაზღვეულს. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ დაზღვევის პოლისი. 

მოახლე მოახლე

დაზოგეთ სახლის დალაგებისთვის განკუთვნილი დრო და ენერგია, ისარგებლე "მოახლეს" მომსახურებით 15-დან 25%-მდე ფასდაკლებით.

 

მისამართი: გურამიშვილის გამზირი 84 ა

 

საკონტაქტო: 0322 51 40 02

 

ფასდაკლება ეხება უნისონის ყველა დაზღვეულს. ფასდაკლების მისაღებად საჭიროა წარადგინოთ დაზღვევის პოლისი. 

უნისონი გირჩევთ
რა არის ფრანშიზა?

ჩვენს საიტზე პროდუქტების შეძენისას ხშირად შეგხვდებათ სიტყვა "ფრანშიზა" . ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა არის ფრანშიზა? და რატომ უნდა ავირჩიო ფრანშიზიანი ან უფრანშიზო შემოთავაზება? ვეცდებით, ორივე კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოთ. 

 

რა არის ფრანშიზა?

ესაა თანხა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. თუ მაგალითად, დაზღვევის პირობებში წერია, რომ თქვენ გაქვთ $50 ფრანშიზა, ეს ნიშნავს შემდეგს: ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი იქნება ნაკლები $50-ზე, არ ანაზღაურდება. ამასთან, თუ ზიანი არის მაგალითად $500, ანაზღაურდება $450, ესაა თანხა ფრანშიზის გამოკლებით. 

ფრანშიზის პირობის ჩადებას პოლისებში ორი მიზეზი აქვს.

1. სადაზღვევო კომპანია თვლის, რომ ასეთი მცირე ზიანი დაზღვეულისთვის ადვილი ასატანია. მცირე ზიანის რეგულირება დამატებით ადმინისტრაციულ რესურს მოითხოვს კომპანიისგან, რაც მის რეგულირებას საკმაოდ ხარჯიანს ხდის. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიებმა გადაწყვიტეს, ასეთი რისკებზე პასუხისმგებლობა დაეტოვებინათ დაზღვეულებისთვის. სანაცვლოდ, შეუმცირეს გადასახდელი პრემია. შედეგად, ფრანშიზიანი პოლისები გაცილებით იაფია, სადაზღვევოც მოგებულია და დაზღვეულიც. 

2. მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დაზღვეულისთვის დატოვებით, სადაზღვევო ცდილობს გაზარდოს დაზღვეულების პასუხისმგებლობის გრძნობა. მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ $50 ფრანშიზა გვაქვს, უფრო ფრთხილად დავაპარკინგებთ ავტომობილს. ამას აქვს დადებითი ეფექტი, როგორც დაზღეულზე, ისე სადაზღვევო კომპანიაზე.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანშიზიანი პირობა?

1. ფრანშიზიანი პოლისები არის გაცილებით იაფი.

2. ფრანშიზის ჩადებით პრემიის შემცირება, თუმცა მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დატოვება, გამართლებულია მთელ რიგ შემთხვევებში. მაგალითად, თუ მოგივიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი ბრალეულობით და თქვენს და მესამე პირზე მიყენებული ზიანი არის მცირე თანხის, შესაძლოა არ გიღირდეთ პატრულის გამოძახება. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ პატრულის ჯარიმის გადახდა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, სადაზღვევოს მიერ ანაზღაურებული თანხის მიუხედავად, თქვენ მაინც წაგებული დარჩეთ. თუ გექნებოდათ ნაყიდი ფრანშიზიანი დაზღვევა, თქვენ თავად აანაზღაურებდით მცირე ზიანს, არც პატრულის გამოძახება დაგჭირდებოდათ და თქვენს მიერ გადახდილი პრემიაც გაცილებით მცირე იქნებოდა.

;