ახალი მობილური აპლიკაცია
29 June, 2018
ახალი მობილური აპლიკაცია

უნისონმა 28 ივნისს მომხმარებელს ახალი მობილური აპლიკაცია წარუდგინა.

3 წელი გავიდა მას შემდეგ რაც კომპანიამ, პირველმა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ფუნქციონალური მობილური აპლიკაცია შესთავაზა მომხმარებელს. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგად, სრულიად ახალი აპლიკაცია შეიქმნა.

ახალი აპლიკაცია გამოირჩევა სიმარტივით, გაზრდილი ფუნქციონალით და დახვეწილი ვიზუალით. რაც მთავარია, იგი მორგებულია არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელზე, არამედ დაინტერესებულ პირებზეც. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი გადმოწერა და ზოგადი ინფორმაციის მიღება პროდუქტებისა თუ პროვაიდერი კლინიკების შესახებ. 

უშუალოდ მომხმარებელს რაც შეეხება, დაზღვეულები შეძლებენ ყველა საჭირო ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღებას. იქნება ეს პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია, ბენეფიტებსა თუ კომპანიაში მიმდინარე სიახლეებზე. რაც მთავარია, დაზღვეული შეძლებს ლიმიტის კონტროლს, თუ რა თანხა აქვს დარჩენილი, რა თანხა აქვს გახარჯული და როდის უწევს გადახდა. ყიდვის შესაძლებლობა და სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურების საშუალება კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტია აპლიკაციის მომხმარებლებისთვის.

ჩვენ გავესაუბრეთ აპლიკაციის პირველ მომხმარებლებსაც და როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობაა. ისინი მოხარულები არიან, რომ უნისონის ახალი მობილური აპლიკაცია საშუალებას მისცმეს მათ ატვირთონ სასურველი დოკუმენტი ან გადაუღონ ფოტო და მარტივად მიიღონ ანაზღაურება.

 

See also
07 Dec, 2018

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

View more
30 Nov, 2017

კიბერ რისკების დაზღვევას, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია უნისონი სთავაზობს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო ბოკუჩავა კიბერ დაზღვევის შესახებ გაგვესაუბრა.

View more