322 991 991

Contact Agent
მომხმარებლის უფლებების დასაცავად
03 May, 2018
მომხმარებლის უფლებების დასაცავად

მიეცეს მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის საშუალება ბანკებში დაზღვევის პროდუქტების შეძენისა, ესაა მოთხოვნა, რომელსაც უნისონი არაერთ ინსტანციაში უკვე წლებია აყენებს.

გუშინ, 2 მაისს,  სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის სხდომაზე დამსწრე სააზღვევო კომპანიათა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უნისონის ინიციატივას, შემუშავდეს ერთობილი მიმართვა საქართველოს პარლამენტისა და ეროვნული ბანკისთვის.  

მიმართვა ითვალისწინებს კონკურენციის კანონის აღსრულების აუცილებლობას ბანკებში, რის შედეგადაც მომხმარებელს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება სესხზე მიბმული სადაზღვევო პროდუქტების შეძენისას. მომხმარებელს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის კონკურენტულ შეთავაზებას შორის.

ბაზარზე გაზრდილი კონკურენციით, პირველ რიგში, მომხმარებელი დარჩება მოგებული. განსხვავებით დღევანდელი მდგომარეობიდან, როდესაც ბანკში ერთი, ამავე ბანკის საკუთრებაში მყოფი სადაზღევო კომპანიაა წარმოდგენილი, რომელსაც შეუძლია მონოპოლიური მდგომარეობით ისარგებლოს და მომხმარებელს უსამართლო პირობები მოახვიოს თავს. გაზრდილი კონკურენცია აუცილებლად გამოიწვევს დაზღვევის პროდუქტების ხარისხის ზრდას და ფასის შემცირებას.

უნისონმა უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს, კონკურენციის სააგენტოს და საქართველოს პარლამენტს ანალოგიური მოთხოვნით. თუმცა, ახლა უკვე თანამოაზრე სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, იმედი გვაქვს, ჩვენი მცდელობა უფრო შედეგიანი იქნება.  

See also
07 Dec, 2018

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

View more
30 Nov, 2017

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

View more