უნისონი King David-ს დააზღვევს
03 August, 2018
უნისონი King David-ს დააზღვევს

vasil-akhrakhadze

სადაზღვევო კომპანია უნისონსა და Rezid Holding GmBH-ის თბილისის წარმომადგენლობას შორის ხელი მოეწერა სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც უნისონი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ჯამური ლიმიტით სრულად დააზღვევს KING DAVID-ის კომპლექსის ქონებასა და პასუხისმგებლობას.

კონტრაქტის დეტალებზე უნისონის რისკების დირექტორი ნინო ბოკუჩავა გვესაუბრება.

ქალბატონო ნინო, მოგვიყევით კომპანიის სიახლეებისა და ახალი პარტნიორობის შესახებ.

უკვე წლებია ქართულ ბაზარზე ვმოღვაწეობთ და ამ დროის მანძილზე არაერთი სანდო პარტნიორი შევიძინეთ. როგოც ამ წლებმა გვიჩვენა, უნისონი ქონების დაზღვევის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მზღვეველად ჩამოყალიბდა, რაც ჩვენი გუნდის, საერთაშორისო A კლასის გადამზღვევი კომპანიების და ჩვენი პარტნიორი ბროკერების დამსახურებაა.

ქვეყნის უმსხვილესი ობიექტების დიდი ნაწილი  ენერგო სექტორიდან, კავშირგაბმულობიდან, ტურიზმიდან, სამშენებლო სექტორიდან სწორედ უნისონშია დაზღვეული, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. King David-თან გაფორმებული კონტრაქტი მორიგი წარმატებული და უმნიშვნელოვანესი პროექტია. King David-ის შემთხვევაში, განსაკუთრებული როლი საბროკერო კომპანია MAI GEORGIA-მ ითამაშა, რომელმაც სადაზღვევო ტენდერი კვალიფიციურად მოამზადა, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

King-david

თქვენთვის რითაა King David-ის კონტრაქტი გამორჩეული?

ჩვენთვის ყველა პარტნიორი, ზომისა და თანამშრომელთა რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ზომის კომპლექსური პროექტის დაზღვევა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მრავალი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს.

კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ და ბიზნეს სივრცეებს, ჯამში 70 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე. მოიცავს უმაღლესი კლასის რესტორნებს, სასტუმროს, საცურაო აუზს, ღია სივრცეებს და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. კომპლექსში საქმიანობს ქართული ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ცხოვრობს, სტუმრობს, მუშაობს. 32 სართულიან კომპლექსში განთავსებულია ყველაფერი რაც 5 ვარსკვლავიან ცხოვრების წესს და სტანდარტებს პასუხობს.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ  King David ავსტრიული ინვესტიციით შექმნილი პროექტია. კომპლექსის მშენებლობაში Rezid Holding GmBH-ის 80 მლნ დოლარიანი ინვესტიცია ჩაიდო.  მოგეხსენებათ, უცხოელი ინვესტორები დაზღვევის სერვისებს განსაკუთრებით აფასებენ და ხარისხზე საკმაოდ რთულ მოთხოვნებს უწესებენ.

მოხარულები ვართ, რომ უნისონმა შეძლო და ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია. ჩვენი მზაობა გამოწვეულია ერთის მხრივ მრავალწლიანი გამოცდილებით და მეორეს მხრივ A კლასის მსოფლიო დონის გადამზღვევ პარტნიორებთან ურთიერთობით. ჩვენი მაღალრეიტინგული გადამზღვევი პარტნიორები საშუალებას გვაძლევენ უფრო თამამად მოვიძიოთ და განვახორციელოთ საინტერესო პროექტები.

See also
08 Jan, 2018

We have an interesting news for auto travelers and shipping companies. This year we started selling Green Card insurance certificates than enables our customers to cross borders of 45 countries with their motor transport. 

View more
13 Dec, 2017

თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი

View more