სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა
07 December, 2018
სადაზღვევო ბაზრის 2018 წლის III კვარტლის მიმოხილვა

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

2018 წელს სექტორის მიერ მოზიდული პრემია ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სადაზღვევო ბაზარი 2017 წელთან შედარებით 21%-ით, 71,9 მილიონი ლარით გაიზარდა.  უნისონი ამ მხრივ ბაზრის ზრდის ტემპს 3-ჯერ უსწრებს. კომპანიის მიერ მოზიდული პრემია წინა წელთან შედარებით 63%-ითაა გაზრდილი. 

შედეგად, უნისონმა III კვარტლის მონაცემებით სადაზღვევო კომპანიებს შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით. ამ მხრივ, პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი"

 GEL   87,917,712

სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი"

 GEL   62,152,996

სს სადაზღვევო კომპანია იმედი L

 GEL   51,305,621

სს "თიბისი დაზღვევა"

 GEL   44,585,529

სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი"

 GEL   33,077,588

 

წელს უნისონს ქონების დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. კომპანიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით და ქონების დაზღვევის ბაზრის 22%-იანი წილი დაიკავა. 

კომპანია ბაზრის უპირობო ლიდერად რჩება საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებითაც. უნისონს მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა სამოგზაურო დაზღვევის კუთხითაც, სადაც საცალო სეგმენტზე მოზიდული პრემიით მე-3 ადგილი დაიკავა. 

კომპანია სტაბილური ზრდის ტემპს ინარჩუნესბ ჯანმრთელობის დაზღვევის და ავტოტრანსპორტის დაზღვევის მიმართულებაც.

უნისონმა 2018 წლის განმავლობაში  9,8 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, რაც მოზიდული ნეტი პრემიის 63%-ს შეადგენს. აქედან, 8,2 მილიონი ანაზღაურდა სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით. 

See also
30 Nov, 2017

მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, უნისონმა დანერგა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და გავაუმჯობესოთ მომსახურება.

View more
16 Mar, 2018

სადაზღვევო სექტორი, როგორც სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი და თანამედოვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ბანკების უკონტროლო ექსპანსიის პირობებში, ჩვენს ქვეყანაში სრულიად გაურკევეველი და დამაზიანებელი მიმართულებით ვითარდება - აცხადებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. სწორედ ამ საკითხზე, უნისონის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია 19 მარტს  შეიკრიბება .

View more