საინტერესო სიახლეები და მნიშვნელოვანი პროექტები
30 November, 2017
საინტერესო სიახლეები და მნიშვნელოვანი პროექტები

უნისონი დაარსების დღიდან აქტიურად ჩაება სადაზღვევო საქმინობაში და ყოველთვის ინარჩუნებდა ერთ-ერთ წამყვან პოზიციას არასამედიცინო პროდუქტების დაზღვევის კუთხით. ბოლო პერიოდში გავააქტიურეთ სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაც და ჩვენს მომხმარებელთა რიგებს შეემატა ისეთი კომპანია როგორიცაა: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. უნისონი იზრუნებს 15 000-მდე თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევაზე და მათთვის კომფორტული პირობების შეთავაზებაზე.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა კორპორატიული სამედიცინო დაზღვევისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს ხელმისაწვდომ ფასად, 9 ლარიდან. აღნიშნულ პაკეტებში შედის როგორც პროფილაქტიკური კვლევები და სრული ამბულატორია, ასევე სტომატოლოგია და მედიკამენტები. როგორც იცით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახლემწიფო პაკეტების მფლობელებს შეუმცირდათ დაფინანსება და ჩვენი შეთავაზება საკამოდ საინტერესო ალტერნატივაა.

 

მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღსანიშნავია იუსტიციის სახლის ტენდერში გამარჯვება. უნისონი უკვე რამდენიმე წელია იუსტიციის სახლში, ტენდერის ფარგლებში, მომხმარებლებს სთავაზობს სამოგზაურო დაზღვევის პოლისებს. განახლებული ტენდერის გამარჯვებული კვლავ სადაზღვევო კომპანია უნისონია და მოხარულები ვართ, რომ იუსტიციის მომხმარებლებს ისევ ჩვენ შევთავაზებთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისებს. აღსანიშნავია, რომ უნისონს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი აქვს სამოგზაურო დაზღვევის პოლისზე და საზღვარგარეთ ჩვენს მომხმარებელს საერთაშორისო კომპანია ევროპ ასისტანსი ემსახურება.

 

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ კომპანიის განვითარებაზე, არამედ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შენარჩუნებაზეც. ამ მხრივ, საინტერესოა უნისონის სარჩელი საბანკო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააკმაყოფილა. სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა დისკრიმინაციულად შეფასდა, რაც გაზრდის სადაზღვევო კომპანიების მეტ ჩართულობას და გააჯანსაღებს ბაზარს.

 

ვიმედოვნებთ, მომავალშიც აქტიურად ჩავერთვებით საინტერესო პროექტებში და განვავიტარებთ როგორც კომპანიის პროდუქტებს, ასევე ხელს შევუწყობთ კონკურენტუნარიანობის განვითარებას ბაზარზე.

See also
07 Dec, 2018

სადაზღვევო სექტორის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, უნისონს საკმაოდ წარმატებული წელი აქვს. კომპანიამ გააუმჯობესა პოზიციები ბაზარზე და სადაზღვევო კომპანიების ხუთეულშიც გადაინაცვლა მოზიდული პრემიის მიხედვით.

View more
30 Nov, 2017

აქართველოს კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის სარჩელის საფუძველზე დაადგინა რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან  კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევა. კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ბათუმის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, თბილისის მერიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული საბანკო გარანტიების მიუღებლობა ჩაითვალა სადაზღვევო სექტორისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნად.

View more