თქვენი კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ გადავწყვიტეთ საახალწლოდ განსაკუთრებული პირობები შემოგთავაზოთ. დააზღვიეთ ავტომობილი ჩვენთან 15 იანვრამდე და მიიღეთ უამრავი საჩუქარი:
50 ან 100 ლიტრიანი საწვავი
ჩვენს დაზღვეულებს, ინდივიდუალური პირობებიდან გამომდინარე, გადაეცემათ 50 ლიტრიანი ან 100 ლიტრიანი ვაუჩერი საწვავზე. ასე რომ, საახალწლოდ სავსე ავზით შეძლებთ სასურველი ადგილას ბედნიერად წასვლას.
ამბოლის 100 ლარიანი ვაუჩერი
ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი შეარჩიოთ. გარდა 100 ლარიანი ვაუჩერისა, ჩვენ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს მუდმივი 15-დან 20%-მდე ფასდაკლებით ამბოლის ქსელში.
50%-იანი ფასდაკლება რეცხვაზე
ისარგებლეთ კომფორტული პირობებით და მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება ულიმიტო რეცხვაზე. ეს ფასდაკლება საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ფინანსური რესურსები და უფრო მეტად გაანებივროთ თქვენი ავტომობილი რეცხვით.
GAC Black Card
Black Card მოიცავს უამრავ კომფორტულ მომსახურებას, როგორიცაა: პირადი მძღოლის მომსახურება, ევაკუაცია თბილისის მასშტაბით, ტექნიკური დახმარება, კონსიერჟი, საწვავზე 17 თეთრიანი ფასდაკლება, 24 საათიანი ავტო ასისტანსი, იუსრისტის მომსახურება. დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/GACBlackCard
პირადი მძღოლის მომსახურება
თუ ვერ ახერხებთ ავტომობილის პროფილაქტიკაში წაყვანას ან უბრალოდ საახალწლოდ რამდენიმე ჭიქა დალიეთ და საჭესთან დაჯდომა დისკომფორტს გიქმნით, ეს მომსახურება სწორედ თქვენთვისაა. პირადი მძღოლი დაგიზოგავთ დროს, ენერგიას და აგიმაღლებთ სადღესასწაულო განწყობას.
ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
ავტო დაზღვევასთან ერთად საჩუქრად გადმოგეცემათ ერთწლიანი ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. პაკეტები მოიცავს: პროფილაქტიკურ კვლევებს, ჰოსპიტალიზაციას, სტომატოლოგიას, ამბულატორიას, მედიკამენტებს. რაც მთავარია, დაზღვევის მართვა შეგეძლებათ ელექტრონული სერვისებით და ასევე, მუდმივად ისარგებლებთ პარტიორ კომპანიებში ფასდაკლებებით.
გარდა არსებული საჩუქრებისა, უნისონი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს. ბენეფიტების სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/ბენეფიტები უშუალოდ ავტო დაზღვევის ფასის გამოსათვლელად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: http://bit.ly/ავტოკალკულატორი
უნისონი გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს და გპირდებათ სამომავლოდ საჩუქრებს კიდევ უფრო მეტს!
See also
სადაზღვევო სექტორი, როგორც სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი და თანამედოვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, ბანკების უკონტროლო ექსპანსიის პირობებში, ჩვენს ქვეყანაში სრულიად გაურკევეველი და დამაზიანებელი მიმართულებით ვითარდება - აცხადებს სადაზღვევო კომპანია უნისონი. სწორედ ამ საკითხზე, უნისონის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია 19 მარტს შეიკრიბება .
მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, უნისონმა დანერგა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თქვენი დამოკიდებულება და გავაუმჯობესოთ მომსახურება.