Traveling abroad
Buy Insurance

Information about insurance

Please, fill in with Latin letters.

Name

Surname

Sex

Date of birth

Passport N

Personal number

Adress

Telephone

E-mail

;
Traveling insurance description
Insure your adventurous mood and travel calmly in the places you want. Unison will help you to solve the health problems occurred during traveling. 

  • Standard travel insurance includes reimbursing of unexpected illness problems or accidental issues expenses
  • Extra coverage includes: in case of accidents paying the travel of any family member, passport or luggage loss or flight delay insurance. 


In insured event please contact “Europ assistances” +7 495 787 21 78 or Unison hot-line: +995 322 991 991

In case of insured event you will get services from one of the best international assistance company “Europ Assistance”. “Europ Assistance” has about 750 000 providers throughout the world from over 200 countries. 

We wish you a happy flight! 
 
To check Terms and Conditions , please, follow the link. 
 
International provider “Europ Assistance”
you will get services from one of the best companies in the world, who have providers all over the world.
Comfortable online shop service
We offer you a quick, simple and easy online service, which will make your life easier. You can get a policy by a delivery service, online, in the airport or at the Unison service center.
It is available to get policy in the airport
You can buy policy in the airport with 24/7 service. Also if you mark airport as destination, in case of ordering online, it will be ready for you.
უნისონი გირჩევთ
რა არის ფრანშიზა?

ჩვენს საიტზე პროდუქტების შეძენისას ხშირად შეგხვდებათ სიტყვა "ფრანშიზა" . ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა არის ფრანშიზა? და რატომ უნდა ავირჩიო ფრანშიზიანი ან უფრანშიზო შემოთავაზება? ვეცდებით, ორივე კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოთ. 

 

რა არის ფრანშიზა?

ესაა თანხა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. თუ მაგალითად, დაზღვევის პირობებში წერია, რომ თქვენ გაქვთ $50 ფრანშიზა, ეს ნიშნავს შემდეგს: ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი იქნება ნაკლები $50-ზე, არ ანაზღაურდება. ამასთან, თუ ზიანი არის მაგალითად $500, ანაზღაურდება $450, ესაა თანხა ფრანშიზის გამოკლებით. 

ფრანშიზის პირობის ჩადებას პოლისებში ორი მიზეზი აქვს.

1. სადაზღვევო კომპანია თვლის, რომ ასეთი მცირე ზიანი დაზღვეულისთვის ადვილი ასატანია. მცირე ზიანის რეგულირება დამატებით ადმინისტრაციულ რესურს მოითხოვს კომპანიისგან, რაც მის რეგულირებას საკმაოდ ხარჯიანს ხდის. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიებმა გადაწყვიტეს, ასეთი რისკებზე პასუხისმგებლობა დაეტოვებინათ დაზღვეულებისთვის. სანაცვლოდ, შეუმცირეს გადასახდელი პრემია. შედეგად, ფრანშიზიანი პოლისები გაცილებით იაფია, სადაზღვევოც მოგებულია და დაზღვეულიც. 

2. მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დაზღვეულისთვის დატოვებით, სადაზღვევო ცდილობს გაზარდოს დაზღვეულების პასუხისმგებლობის გრძნობა. მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ $50 ფრანშიზა გვაქვს, უფრო ფრთხილად დავაპარკინგებთ ავტომობილს. ამას აქვს დადებითი ეფექტი, როგორც დაზღეულზე, ისე სადაზღვევო კომპანიაზე.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანშიზიანი პირობა?

1. ფრანშიზიანი პოლისები არის გაცილებით იაფი.

2. ფრანშიზის ჩადებით პრემიის შემცირება, თუმცა მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დატოვება, გამართლებულია მთელ რიგ შემთხვევებში. მაგალითად, თუ მოგივიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი ბრალეულობით და თქვენს და მესამე პირზე მიყენებული ზიანი არის მცირე თანხის, შესაძლოა არ გიღირდეთ პატრულის გამოძახება. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ პატრულის ჯარიმის გადახდა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, სადაზღვევოს მიერ ანაზღაურებული თანხის მიუხედავად, თქვენ მაინც წაგებული დარჩეთ. თუ გექნებოდათ ნაყიდი ფრანშიზიანი დაზღვევა, თქვენ თავად აანაზღაურებდით მცირე ზიანს, არც პატრულის გამოძახება დაგჭირდებოდათ და თქვენს მიერ გადახდილი პრემიაც გაცილებით მცირე იქნებოდა.

როგორ მოვიქცეთ საზღვარგარეთ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში

მოულოდნელობები მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომაც ვმოგზაურობთ. გვინდა რაღაც ახალი შევიგრძნოთ და შემდეგ ბევრჯერ მოვყვეთ მეგობრებსა და ახლობლებში. იგივე სიხშირით ვყვებით უსიამოვნო ისტორიებსაც. მოსაყოლად რამდენადაც კარგია, იმდენად უსმიამოვნოა, როდესაც ცუდ მოულოდნელობას მარტო შეხვდები და გვერდში არავინ გიდგას. სწორედ ამიტომ არ უნდა დაგავიწყდეთ მოგზაურობის დაზღვევა და შეხვდეთ უსიამოვნო მოულოდნელობებს ჩვენთან ერთად. 

რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა?

სამოგზაურო დაზღვევა ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. გადაუდებელია სამედიცინო მომსახურება, როდესაც 24 საათში უნდა მოხდეს სამედიცინო მომსახურების გაწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას. სამოგზაურო დაზღვევა ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, პაციენტის (ან გვამის) სამშობლოში დაბრუნების ხარჯებს, პაციენტთან ახლობლის ვიზიტის ხარჯებს თუ ჰოსპიტალიზაცია მოხდა დაზღვეულის და სხვა არასამედიცინო დამატებით დაფარვებს. მათ შორის, ფრენის გადადების, მოგზაურობის გაუქმების და ბარგის დაზღვევის რისკებს. 

როგორ მოვიქცეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ასისტანს კომპანიას. უნისონის დაზღვეულებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, Europ Assistance ემსახურება. ოპერატორი გამოგკითხავთ ჩივილებს, საჭიროების შემთხვევაში გამოგიგზავნით სასწრაფო დახმარებას ან მოგაწვდით პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების შესახებ მონაცემებს. თქვენს ინტერესშია, მომსახურება მიიღოთ პროვაიდერ დაწესებულებაში, რადგან ამ შემთხვევაში მოგიწევთ მხოლოდ ფრანშიზის გადახდა, სხვა ხარჯებს უნისონი დაფარავს კლინიკასთან ანგარიშსწორებით.

თუმცა, ასევე შეგიძლიათ მომსახურება მიიღოთ ნებისმიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში თქვენ შეტყობინება უნდა დატოვოთ 24 საათის განმავლობაში უნისონის ან ევროპ ასისტანსის ცხელ ხაზზე. თქვენ გადაიხდით მომსახურების სრულ ღირებულებას, ხოლო ანაზღაურებისთვის დოკუმენტებს წარმოადგენთ საქართველოში დაბრუნების შემდეგ უნისონის სერვის ცენტრში. 

ჩვენთვის მთავარი თქვენი უსაფრთხოება და კომფორტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თქვენს საჭიროებებს მოვერგოთ. თუ არ გაქვთ ტელეფონზე ბალანსი, შეგიძლიათ მოგვწეროთ სოციალურ ქსელში ან ელ.ფოსტაზე და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით. ასევე, შეძლებთ ევროპ ასისტანსთან ვაიბერით კონტაქტსაც. 

გისურვებთ საოცარ მოგზაურობას!

;