ტრანსპორტი
აღწერა
 
ავტროტრანსპორტის უნისონში დაზღვევით თქვენ მიიღებთ თქვენზე მორგებულ პირობებსა და ტარიფებს.
 
დაზღვევის ობიექტი: კომპანიის კანონიერ საკუთრებაში მყოფი ავტომობილები.  


დაზღვეული რისკები:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა
  • სხვადასხვა საგნის დაცემა
  • სტიქიური მოვლენები, მიწისძვრისა და სეტყვის ჩათვლით
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
  • სრული განადგურება

 

დამატებით ასევე გთავაზობთ მძღოლისა და მგზავრთა პასუხისმგებლობის დაზღვევას./p>

24/7-ზე ცხელი ხაზი
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაწოდებლად
მუდმივად განახლებადი ფასდაკლებები
ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე და გთავაზობთ ფასდაკლებებს პარტნიორ კომპანიებში.
მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები
ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვებს და ვთავაზობთ მათზე მორგებულ სერვისებს.
უნისონი გირჩევთ
რა არის ფრანშიზა?

ჩვენს საიტზე პროდუქტების შეძენისას ხშირად შეგხვდებათ სიტყვა "ფრანშიზა" . ალბათ, ზოგიერთ თქვენგანს გასჩენია კითხვა, რა არის ფრანშიზა? და რატომ უნდა ავირჩიო ფრანშიზიანი ან უფრანშიზო შემოთავაზება? ვეცდებით, ორივე კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოთ. 

 

რა არის ფრანშიზა?

ესაა თანხა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. თუ მაგალითად, დაზღვევის პირობებში წერია, რომ თქვენ გაქვთ $50 ფრანშიზა, ეს ნიშნავს შემდეგს: ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დროსაც ზიანი იქნება ნაკლები $50-ზე, არ ანაზღაურდება. ამასთან, თუ ზიანი არის მაგალითად $500, ანაზღაურდება $450, ესაა თანხა ფრანშიზის გამოკლებით. 

ფრანშიზის პირობის ჩადებას პოლისებში ორი მიზეზი აქვს.

1. სადაზღვევო კომპანია თვლის, რომ ასეთი მცირე ზიანი დაზღვეულისთვის ადვილი ასატანია. მცირე ზიანის რეგულირება დამატებით ადმინისტრაციულ რესურს მოითხოვს კომპანიისგან, რაც მის რეგულირებას საკმაოდ ხარჯიანს ხდის. ამიტომ, სადაზღვევო კომპანიებმა გადაწყვიტეს, ასეთი რისკებზე პასუხისმგებლობა დაეტოვებინათ დაზღვეულებისთვის. სანაცვლოდ, შეუმცირეს გადასახდელი პრემია. შედეგად, ფრანშიზიანი პოლისები გაცილებით იაფია, სადაზღვევოც მოგებულია და დაზღვეულიც. 

2. მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დაზღვეულისთვის დატოვებით, სადაზღვევო ცდილობს გაზარდოს დაზღვეულების პასუხისმგებლობის გრძნობა. მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ $50 ფრანშიზა გვაქვს, უფრო ფრთხილად დავაპარკინგებთ ავტომობილს. ამას აქვს დადებითი ეფექტი, როგორც დაზღეულზე, ისე სადაზღვევო კომპანიაზე.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანშიზიანი პირობა?

1. ფრანშიზიანი პოლისები არის გაცილებით იაფი.

2. ფრანშიზის ჩადებით პრემიის შემცირება, თუმცა მცირე რისკებზე პასუხისმგებლობის დატოვება, გამართლებულია მთელ რიგ შემთხვევებში. მაგალითად, თუ მოგივიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი ბრალეულობით და თქვენს და მესამე პირზე მიყენებული ზიანი არის მცირე თანხის, შესაძლოა არ გიღირდეთ პატრულის გამოძახება. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ პატრულის ჯარიმის გადახდა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, სადაზღვევოს მიერ ანაზღაურებული თანხის მიუხედავად, თქვენ მაინც წაგებული დარჩეთ. თუ გექნებოდათ ნაყიდი ფრანშიზიანი დაზღვევა, თქვენ თავად აანაზღაურებდით მცირე ზიანს, არც პატრულის გამოძახება დაგჭირდებოდათ და თქვენს მიერ გადახდილი პრემიაც გაცილებით მცირე იქნებოდა.

;